კუნდეს სელტასთან თამაში საეჭვოა

კუნდეს სელტასთან თამაში საეჭვოა

ხვალ “ბარსელონა” ლა ლიგის მე-12 ტურში “სელტას” სტუმრად დაუპირისპირდება. “რეალ მადრიდთან” არსებული ხუთქულიანი ჩამორჩენის გათვალისწინებით კატალონიელებს აუცილებლად მოგება მართებთ, მაგრამ გუნდის ლაზარეთი ოპტიმიზმის საფუძველს არ იძლევა.

დღეს ცნობილი გახდა, რომ მცირე დისკომფორტის გამო ვარჯიში ნაადრევად დატოვა ჟიულ კუნდემ, რომლის ხვალ თამაშიც საეჭვოა.

გუნდის მარჯვენა მცველთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა ჰანსი ფლიკმა: “სიმართლეა, რომ კუნდემ ვარჯიში ვერ დაასრულა და საეჭვოა, მოხვდება თუ არა ის ხვალინდელი თამაშის განაცხადში. არ მგონია, მან გამოჯანმრთელება მოასწროს, თუმცა ვნახოთ, რა მოხდება.”

კუნდეს შემცვლელი ერიკ გარსიაა, რომელმაც ცოტა ხნის წინ ცხვირი გაიტეხა, თუმცა ფლიკი მიიჩნევს, რომ მას თამაში მაინც შეუძლია: “ერიკ გარსიას შეუძლია, ნიღბით ითამაშოს.”

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (21)

  • nika 54
    schedule 11 ნოე 2025, 20:46

    ციტატა: Barca
    ბილბაოსთან კამპ ნოუზე ვითამაშებთ?


    ხო, დაიწერა.