“ბარსელონას” ესპანელ შემტევს, ფერან ტორესს კარიერაში საუკეთესო პერიოდი უდგას, რასაც “ბლაუგრანას” მთავარ მწვრთნელს, ჰანსი ფლიკს უნდა ვუმადლოდეთ. გერმანელი სპეციალისტის ხელში 25 წლის ფეხბურთელის შედეგები მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა.
ფერან ტორესს “ბარსას” მაისურით უკვე 50 გოლი დაუგროვდა. აქედან 25 გოლი ჩავი ერნანდესის მწვრთნელობის პერიოდზე მოდის, ხოლო 25 – ჰანსი ფლიკის. თუმცა გასათვალისწინებელია ერთი მნიშვნელოვანი გარემოება – ჩავის ხელმძღვანელობით 25 გოლის გასატანად ფერანს 113 თამაშისა და 5986 წუთის ჩატარება დასჭირდა, ჰანსი ფლიკის ხელმძღვანელობით კი მხოლოდ 57 თამაშისა და 2758 წუთის. ეს ნიშნავს, რომ ესპანელის შედეგიანობა ორჯერაა გაზრდილი.
მიმდინარე სეზონში ტორესის აქტივში 12 თამაშში გატანილი 6 გოლია.
და კიდევ ფლიკს უფრო დიდი მათრახი აქვს ვიდრე ჩავის.
წარმოიდგინეთ ტოპ 9 იანით რა შედეგებს მიიღებს
რა შედარებაა, მაგრამ 50 გოლი მესიმ ერთ სეზონზე (2011-2012) გაიტანა. მაგ დროს ტორესს ბურთის მომტანად თუ დააყენებდნენ ეგეც საკითხავია.
Სექენდ ფორვარდად უკეთესია ატლეტიკოში გაქაჩავდა
ტორესი არა ცუდი ფეხბურთელი ყველა გრანდი წაიყვანს მაგას მაგრამ არა ფორვარდი ეგ ბიჭი 9 ნომრად უჭირს.
სკამზე გამოდგება. ძირითადში. არა
სანამ რამე ფასი აქვს გაყიდონ
კეინი არ ვარგა ალვარეზი და ოსიმენი ჯობია
მშვენიერი იგროკია. სკამისთვის შეიძლება იდეალურიც. ძირითადის 9 გვინდა აუცილებლად,კეინზე იწერება და არ ვიცი რა დამომიდებულება მაქვს. უმაღლესი დონეა, ლევაზე ტექნიკურიც და ალბათ ამ შემადგენლობას დაავდებოდა მარა 32 წელი მაშინებს. 2-3 წელში კიდე მოსაძებნი გვექნება ფორვარდი. ალვარესი ყველაზე მეტად მინდა მამენტ. ოსიმენიც მაგარი იქნებოდა. ნუ ჰალანდზე ვერ გავიწევით. ისე ყველა კაი ვარიანტია. მთავარია ვინმე კაი საყრდენი გააძრონ ზაფხულში,ერთი კარგი მცველი და 9. ფლანგის მცველზე კიდე გაჩერსებოდა კაცი. ლევანა წავა,შტეგენი წავა,ფატი გაიყიდება. სახელფასო ლიმიტი მაგრად გამონთავისუფლდება.
ფერანი აათამაშა ფლიკიმ
ნორმალური იგროკი დადგა საბოლოოდ ფერანისგან