“ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა ჰანსი ფლიკმა ესპანეთის ჩემპიონატის მე-8 ტურის მატჩში “სევილიასთან” სტუმრად გასამართი დაპირისპირების წინ პრესკონფერენცია გამართა.
“სევილიას” ძალიან კარგად ვიცნობთ. ისინი დიდი ინტენსივობით თამაშობენ. მათ ფანტასტიკური გულშემატკივრები ჰყავთ. ეჭვგარეშეა, რომ რთული მატჩი იქნება.
იამალი გუშინდელთან შედარებით უკეთაა, მაგრამ ის სრულად მზად ჯერ კიდევ არაა. თუ ფეხბურთელი კარგად არაა, არ თამაშობს – მარტივია.
ლუის დე ლა ფუენტესთან სიტუაცია? ეს გასულ სანაკრებო პაუზას უკავშირდებოდა. ჩემი პოზიცია ფეხბურთელის დაცვა იყო, მაგრამ ეს უკვე მოხდა. ჩემი აზრით, ეს საკითხი დახურულია. ფეხბურთში ასეთი რაღაცები ხდება. ეს იოლი არც ესპანეთის ნაკრების მწვრთნელისთვისაა და არც ჩემთვის, მაგრამ ჩემი მოთამაშის დაცვა მინდა.
არ ვიცი, მზად იქნება თუ არა იამალი “ელ კლასიკოსთვის”. ეს რთული ტრავმაა. ძნელი სათქმელია, შეძლებს თუ არა ლამინი 2-3 კვირაში თამაშს. ამ საკითხს ნაბიბ-ნაბიჯ გავივლით.
ბერნალის ესპანეთის 21-წლამდელთა ნაკრებში გამოძახება? არ ვფიქრობ, რომ ის ბევრი სათამაშო დროისთვის მზადაა… არ ვიცი, რას აპირებენ მასთან დაკავშირებით. მე ვიქნები თუ ფედერაცია, ბერნალს უნდა მოვუფრთხილდეთ, რადგან მას სერიოზული ტრავმა ჰქონდა. ვარჯიშებზე ჩანს, რომ ის 100%-ით მზად ჯერ არაა.
“სევილიასთან” ხვალინდელი შეხვედრა მნიშვნელოვანია. პსჟ-თან წაგების გამო ისევ გაბრაზებულები ვართ, ამიტომ უკეთ უნდა ვითამაშოთ და გარკვეულ სიტუაციებში უფრო ჭკვიანურად ვიმოქმედოთ. სტრუქტურა უნდა შევინარჩუნოთ, გუნდურად ვითამაშოთ და სწორედ ამას გავაკეთებთ.
ჩვენი იდეა მოწინააღმდეგეებზე პრესინგია. ეს ძალიან მნიშვნელოვანი და “ბარსას” მენტალიტეტის ნაწილია. გარკვეულ სიტუაციებში ამის უკეთ გაკეთება შეგვიძლია.
დე ლა ფუენტეს კომენტარები? უბრალოდ მინდა, ჩემი ფეხბურთელები დავიცვა. მათზე უნდა ვიფიქროთ, სულ ესაა. ჩემთვის ეს დასრულებულია, ახლა სხვა საკითხებზე უნდა ვიფიქროთ.
სევილია ძალიან გაბანძდა ვერ არის ფორმაში.
მიდი ჰანს რევანშია ასაღები სევილიასთან
რეალი მბაპეს გარეშე უკეთესად რო თამაშობს ფაქტია სიტისთან ბრუნდებაო დაიწერა და რო გამოვარდნენ ეხლა😂მაგრამ შანსი ნულია მაგის სიტი ძაან ცუდია რასაც ქვია ჰალანდს ჰო გოლი არ გაუტანია კაი ხანია გუშინ მოსაგები თამაში ქონდათ რო შეემცირებიათ სხვაობა და ფრე ითამაშენ რაც დე ბრუინი წავიდა კრეატივი მოაკლდა გუნდს და პლიუს ჰოლანდიც მიტო აღარაა ეგეთი პროდუქტიული ფოდენი ვაფშე სკამზე გაახმო გვარდიოლამ და ვატყობ
ბარსელონაზე რო წერდნენ მაგის შესაძლო ტრანსფერზე გამოვიდეს შეიძლება
Barca,
საჭირო თუ არიქნება სულ დაასვენოს, უბრალოთ ეს თამაში უეჭველი მოსაგებია
არც ეგ 20 წუთია საჭირო
სევილიას გადახალისებული შემადგენლობით უნდა მოვუგოთ. იამალი, პედრი, ბერნალი, რაფინია აუცილებლად უნდა დავასვენოთ. მაქსიმიმ ბოლო 20 წუთი ითამაშონ.
არ არის სევილია სახუმარო. თან ბევრს დაასვენებს
აი რა ქნას ამ საცოდავმა? ერთი პროფესიონალი 9-იანი ყავს და ისიც პენალტის დარტყმისას კლოუნობს რაღაცეებს. არ შეიძლება ოდნავ ძლიერად დაარტყას კარის კუთხეში? ამის აღება წესების დაცვით ხო არცერთ მეკარეს თეორიულად არ შეუძლია დაჟე ორმეტრანახევრიან კურტუას.
ეს იყო ყვითელი და მენდეშზე არა?
Lasha Mamuladze, როდესაც მაღალ სისწრაფეზე მირბიხარ მცირე კონტაქტიც კი გაკარგვინებს წონასწორობას ცოტა ობიექტურები რო ვიყოთ კარგი იქნება რადგან რეალის თამაში იყო იმიტო საუბრობთ ეგრე რაც არასწორია სწორედ ამიტო ეძახიან სექტას ბარსას გულშემატკივრებს
კაი რა რა ჯარიმაზე ითამაშა ხელი მიადო სირბილის დროს ბეჭზე😀 გუნდი რომელიც ქამქ3ს იწყებს ეგრე არ უნდა გაყგდო კაცი
Bakero, კი ბატონო მიკიც კარგია, ამათმა
ვინმე
ნორმალური მოიყვანონ მეც არ დავეძებ
MESSI 2017, წითელი იმიტო მიიღო რო ჰვითელი ბარათი უკვე ქონდა მაგ მომენტამდე მიღებული და მანდაც აშკარად ჯარიმაზე ითამაშა
არადა *ლე მადრიდისტები ეს 3 დღეა აქეთ ღადაობენ მენდეშს წითელი რომ არ მისცეს და ესეთი წითელი არ ტეხავს ხო?!
ჩაუჯვა მსაჯმა ვილიარეალს მუღამში და პირადად ჩაუდო 3 ქულა ამ *ირებს.
სამაეთლიანობისთს არნაუზეც იყო პენალტკ რაც აჩვენეს გამეორებაზე მარა მარტო ბერნაბეუზე რატო ეშინია მსაჯებს რეალის საწინააღმდეგოდ მიიღოს გადაწყვეტილება და სხვა დიდ გუნდებზე რატო არაა ეგ
მეფე ჟორჟი ბარსაში💙❤️