ბრაზილიური “სანტოსის” მთავარმა მწვრთნელმა მურისი რამალიუმ პარალელი გაავლო, “ბარსელონას” ვარსკვლავ ლიონელ მესისა და თავის შეგირდ ნეიმარ და სილვას შორის. უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო დროს ბევრი ადარებს ამ ორ ფეხბურთელს ერთმანეთს:
” დღესდღეობით მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი ლიონელ მესია. ეს თვითონ ნეიმარმაც იცის. მესი ასაკით უფრო დიდი და გამოცდილია, მაგრამ ნეიმარი გენიაა, მისი მოპყრობა ბურთთან საოცარია. მას შეუძლია მოძრაობის მიმართულების შეცვლა ძალიან მაღალი სიჩქარის დროს, ისე რომ ბურთზე კონტროლი არ დაკარგოს. ძალიან მალე ის ყველას აჯობებს,” განაცხადა რამალიუმ.
ცნობისთვის 19 წლის ფეხბურთელს “სანტოსის” შემადგენლობაში ჩატარებულ 83 მატჩში 39 გოლი აქ გატანილი, ხოლო ბრაზილიის ნაკრების ღირსება მან 15 შეხვედრაში დაიცვა და 8 გოლის გატანა შეძლო.
