workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ინიესტა: ჯგუფურ ეტაპზე ყველა სახიფათოა

ინიესტა: ჯგუფურ ეტაპზე ყველა სახიფათოა

კატალონიის “ბარსელონას” ნახევარმცველმა ანდრეს ინიესტამ  El Pais-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ესპანეთის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე არ უნდა მოდუნდეს, რადგან ყველა მეტოქე ძლიერია.

“ჯგუფური ეტაპის ყველა შეხვედრას განსაკუთრებული ყურადღებით უნდა მოვეკიდოთ. ქვეყნებს მნიშვნელობა არ აქვს, რადგან მეტოქეები თავდაუზოგავად იბრძოლებენ. ჩილესთან ისეთივე რთული მატჩი გვექნება, როგორიც შვეიცარიასთან და ჰონდურასთან”, – განაცხადა ინიესტამ.

კითხვაზე, თუ რატომ ვერ გახდა ამდენი ხნის განმავლობაში ესპანეთის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონი, ფეხბურთელმა უპასუხა: “ვფიქრობ, რომ ბევრი მიზეზია. ამ ტურნირის მოგება ურთულესია. ესპანეთს ყოველთვის კარგი ნაკრები ჰყავდა, მაგრამ ფინალამდე ვერასდროს აღწევდა”.

ინიესტამ ასევე განაცხადა, რომ ეროვნულ გუნდში ის ლონდონის “არსენალის” კაპიტანთან, სესკ ფაბრეგასთან და “ვალენსიას” ლიდერთან, დავიდ სილვასთან მეგობრობს. იქვე დაამატა, რომ ესპანეთის ნაკრებში მეგობრული კოლექტივია შეკრებილი.

წყარო: Barca.ru

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward