გუშინ “ბარსელონა” ჩემპიონთა ლიგის პირველ მატჩში (1-2) “ნიუკასლს” სტუმრად დაუპირისპირდა. შესანიშნავად ითამაშა კატალონიური გუნდის თავდამსხმელმა მარკუს რაშფორდმა, რომელმაც 2 გოლი მიითვალა.
სტატისტიკის მწარმოებელი კომპანია Opta-ს ცნობით, რაშფორდი “ბარსელონას” პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე გასვლით სადებიუტო მატჩში დუბლი შეასრულა.
იგივე წყარო იტყობინება, რომ რაშფორდი ასევე ჰარი კეინის შემდეგ გახდა მეორე ინგლისელი, რომელმაც ინგლისური გუნდის წინააღმდეგ სადებიუტო შეხვედრაში უცხოური კლუბის მაისურით გოლი გაიტანა.
აღსანიშნავია ისიც, რომ 27 წლის შემტევს “ნიუკასლის” წინააღმდეგ უკვე 10 საგოლე მოქმედება დაუგროვდა – 7 გოლი და 3 ასისტი.
ნეტა ამან აღებული მუხტი არ დაკარგოს და გავიმართებით წელში.
ყველა მატჩში რომ ნიუკასლს ვეთამაშებოდეთ ალბათ ოქროს ბურთსაც აიღებდა.
ნიუკასლში ალბათ რაშფორდის ფიტული დაწვეს.
მიდი მიდი მარკუს უნდა მოიხოდო