“ბარსელონას” ახალგაზრდა საყრდენმა ნახევარმცველმა მარკ ბერნალმა, რომელმაც გუშინ “ვალენსიასთან” გამართულ მატჩში (6-0) მძიმე ტრავმის მორჩენისა და ერთწლიანი უქმობის შემდეგ პირველად ითამაშა, კომენტარი გააკეთა.
ძალიან ბედნიერი ვარ. ყველა ფეხბურთელი, თანაგუნდელი, სამწვრთნელო შტაბის წევრი ჩემთან მხარდასაჭერად და მოსალოცად მოვიდა. ძალიან მიხარია, რომ დავბრუნდი.
ყველამ მომილოცა. ძალიან რთული გზის გავლა მომიწია. გვირაბის ბოლოს სინათლეს ვერ ხედავ, მაგრამ თანაგუნდელები დამეხმარნენ.
ტრავმამ უფრო გამაძლიერა და დამეხმარა, საკუთარი თავი უკეთ შემეცნო ფიზიკურად და უპირველეს ყოვლისა, მენტალურად.
– განაცხადა ბერნალმა.
მიდი ბერნალ ოღონდ შენ მოიხოდე და ეგაა ყველაზე მთავარი ახლა
საგოლე პასით რომ დაბრუნდა ასწორებს ძაან. მიდი მოიხოდე ლომო.
როგორც რეალის ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელი ვისენტე დელ ბოსკე ამბობდა უყურებ ბარსას და ხედავ გუნდს რომელიც ყველაფერს აკონტროლებს მოედანზე და ვერც ამჩნევ ბუსკეტს, მაგრამ დააკვირდები ბუსკეტს და მიხვდები ყველაფერს სწორედ ის ხელმძღვანელობსო. აი ასე გადავწყვიტეთ შარშან, რომ სწორედ ბერნალი გახდებოდა ახალი ბუსკეტსი და ეს ყველაფერი 3 თამაშში ნაჩვენები შედეგებით. გუშინაც გამოვიდა და ვერც კი მივადევნეთ თვალი იმიტომ რო არაფრით გამოირჩეოდა, მაგრამ უცებ საგოლე პასი. ღმერთმა ქნას ამან ეს გზა ისევევ სახელოვნად განვლოს როგორც თავის დროზე ბუსკეტსმა.
10 წუთი მისცეს მარტო და ტიპმა ვითომ არაფერი მარა სიტუაციაში უცებ ისეთი ასისიტი გამოთალა თავისი პოზიციის სწორად შერჩევით, გამოგონილი პასით, ნუ ეს დეიონგს რო ამოაგდებს ძირითადიდან უკვე ცხადზე ცხადია