“ბარსელონას” მეკარემ მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა მის ირგვლივ ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელ Instagram-ის საშუალებით განცხადება გამოაქვეყნა.
ტერ შტეგენმა საჯაროდ განაცხადა, რომ ოპერაციის შემდეგ 3 თვეში დაბრუნდება, რაც საკმარისი არაა, კლუბმა მის ნაცვლად ლა ლიგაში სხვა ფეხბურთელი დაარეგისტრიროს. გავრცელებული ცნობებით, გერმანელი მეკარის მკურნალობას რეალურად 4 თვეზე მეტი დრო სჭირდება, თუმცა 33 წლის კარის დარაჯს ამის ოფიციალურად აღიარება არ სურს და “ბარსას” პრობლემებს უქმნის.
ჩემთვის ბოლო რამდენიმე თვე ფიზიკურად და პიროვნულად განსაკუთრებულად რთული აღმოჩნდა. ნებისმიერი ფეხბურთელის მსგავსად ტრავმის შემდეგ ჩემი ერთადერთი პრიორიტეტი ყოველთვის მოედანზე რაც შეიძლება მალე დაბრუნება იყო, მოტივირებული მხოლოდ გუნდის დახმარების სურვილითა და იმის კეთებით, რაც ყველაზე მეტად მიყვარს: კონკურენცია.
ბოლო კვირებში ჩემზე ბევრი რამ ითქვა, ზოგიერთი მათგანი სრულიად უსაფუძვლო, ამიტომ ვგრძნობ, აუცილებელია, მოვლენების ჩემი ვერსია პატივისცემით, მაგრამ ნათლად გამოვხატო.
ოპერაციის გაკეთება სამედიცინო პროფესიონალებთან კონსულტაციის შემდეგ გადაწყდა და ეს კლუბის სრული თანხმობით მოხდა იმ განზრახვით, რომ პრიორიტეტი ჩემი ჯანმრთელობა და გრძელვადიანი სპორტული კარიერაა, რაც, რა თქმა უნდა, სრულად შეესაბამება “ბარსელონას” მიზნებს – რაც შეიძლება მალე დავუბრუნდე მოედანს ტიტულების მოგების გასაგრძელებლად. გარდა ამისა, საჯაროდ გამოვაცხადე საჭირო მინიმალური მკურნალობის დრო, რაც, კლუბთან კოორდინაციით, ყველაზე რეპუტაციის მქონე ექსპერტებმა შემატყობინებს.
ასევე, გარკვეული სპეკულაციების გათვალისწინებით, მინდა განვმარტო, რომ კლუბის ყველა შენაძენი და კონტრაქტების გახანგრძლივება ჩემს ოპერაციამდე მოხდა. შესაბამისად, ვერ წარმოვიდგენდი, რომ ქირურგიული ჩარევით გამოწვეული უიღბლო გარემოებები აუცილებელი იქნებოდა რეგისტრაციისთვის სხვა კოლეგებისა, რომელბსაც დიდი პატივს ვცემ და რომლებთანაც მრავალი სეზონის განმავლობაში გასახდელის გაზიარებას მოუთმენლად ველი. ნებისმიერი ალტერნატიული ინტერპრეტაცია ჩემთვის უსამართლო და მცდარია.
მთელი კარიერის განმავლობაში ყოველთვის ვცდილობდი პროფესიონალიზმით, პატივისცემითა და ერთგულებით მემოქმედა იმ კლუბების მიმართ, რომლებსაც წარმოვადგენდი. ძალიან მიყვარს “ბარსელონა”, ეს ქალაქი და მისი გულშემატკივრები, რომლებიც ამდენი წლის განმავლობაში ჩემ გვერდით იყვნენ. ჩემი ერთგულება ამ ფერებისადმი კვლავ აბსოლუტურია.
მესმის, რომ რთული მომენტები დაძაბულობას იწვევს, მაგრამ მჯერა, რომ პასუხისმგებლობისა და დიალოგის საშუალებით ამ სიტუაციის კონსტრუქციულად მოგვარებას შევძლებთ. სრულიად მზად ვარ, ვითანამშრომლო კლუბის ხელმძღვანელობასთან ამ საკითხის გადასაჭრელად და მოთხოვნილი ნებართვის მისაცემად.
შესაძლოა, ბევრი რამ შეიცვალა, მაგრამ ერთი რამ არასდროს შეიცვლება: მიყვარხართ, “კულეებო”!
მომეტ*ნა ტვინი
ინიგოს რაც შეეხება, ყველას გვწყდება გული რომ მიდის, მაგრამ ეს მისი სურვილია. მაგარი სეზონი რომ ქონდა წინა,ზუსტად მაგიტომ მოუნდათ არაბებს თორემ, 2-3 წლის უკან არავის დაუძახია მისთვის. პრესეზონზე უთამაშებლობა ტრამვიანობის მიზეზით ზუსტად იმას ნიშნავდა, რომ ყველაფერი შეთანხმებული იყო არაბებთან. თანაც არავინ იცის გაიმეორებდა თუ არა წინა სეზონის ფორმა ამ სეზონში. შანსი ახალგაზრდებს, ვინც ინიგოს ჩაანაცვლებს. ფლიკს უკვე ეგულება ეგ მცველი. კაცი 34 წლის არის, შანსი მიეცა ფულის შოვნის (თორემ ბარსაში კაპიკებზე იყო), კაცმა არ იცის კიდევ ექნებოდა თუ არა ესეთი შანსი და რატომ უნდა გაეშვა ხელიდან. მადლობა გადავუხადოთ და წარმატება ვუსურვოთ.
7 მილიონი ქონდა მოჭრილი წელიწადში. რაის კაპიკებზე თუ ძმა
ხარ👍
ახლა აჭიკჭიდა სხვანაირად
აი ფლიკი რო არ ყოფილიყო, ჩავი ამას ისე გადაყლაპავდა როგორც არაფერი. ჩვენ სულ პერესით ვაშინებთ არაკანონმორჩილ ფეხბურთელებს, მაგრამ პერესიც კი ზღაპარია სერ ალექს ფერგიუსონთან შედარებით, რომელიც მარტო ყვირილით კი არა საგნების სროლასაც არ ერიდებოდა ფეხბურთელებისკენ თუ ვინმე არ მოუსმენდა ან სიტყვას შეუბრუნებდა. ალბათ ამიტომაც ითვლება ყველაზე წარმატებულ მწვრთნელად მთელი 25 თუ 26 წელი განმავლობაში და ამ დროში ყველა რეკორდი მოხსნა ინგლისში. ბექჰემზე ნასროლი ბუციც გემახსოვრებათ რის შედეგადაც მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარმცველი ულაპარაკოდ მოისროლა გუნდიდან. ჩვენ კი აქ შტეგენს მივტირით.
ტვინი მოდღნა უკვე
კომენტარებს გადავხედე და ბევრი ფანი კლუბს ადანაშაულებს ტერ შტეგენთან ურთიერთობაში, რაც უსამართლოა. მოდი გავიხსენოთ ტერ შტეგენის მოსვლა ბარსელონაში 2014 წელს. ტიპი მოსული არ იყო და ეგრევე ინტრიგების, პრეტენზიების ხლართვა დაიწყო. საწყალი ბრავო (იმ დროს ფორმაში იყო) ლამის გუნდიდან გააშვებინა, მას უნდოდა პირველი მეკარეობა. მაგრამ მაშინ ბევრს ვერაფერს მიაღწია. რასაც ამ 11 წლის მანძილზე ვუყურებ აშკარაა, რომ ტიპი ცალკეა და გუნდი ცალკე. ეს მისი ხასიათის ბრალია და არა გუნდის ხელმძღვანელობის.
ინიგოს რაც შეეხება, ყველას გვწყდება გული რომ მიდის, მაგრამ ეს მისი სურვილია. მაგარი სეზონი რომ ქონდა წინა,ზუსტად მაგიტომ მოუნდათ არაბებს თორემ, 2-3 წლის უკან არავის დაუძახია მისთვის. პრესეზონზე უთამაშებლობა ტრამვიანობის მიზეზით ზუსტად იმას ნიშნავდა, რომ ყველაფერი შეთანხმებული იყო არაბებთან. თანაც არავინ იცის გაიმეორებდა თუ არა წინა სეზონის ფორმა ამ სეზონში. შანსი ახალგაზრდებს, ვინც ინიგოს ჩაანაცვლებს. ფლიკს უკვე ეგულება ეგ მცველი. კაცი 34 წლის არის, შანსი მიეცა ფულის შოვნის (თორემ ბარსაში კაპიკებზე იყო), კაცმა არ იცის კიდევ ექნებოდა თუ არა ესეთი შანსი და რატომ უნდა გაეშვა ხელიდან. მადლობა გადავუხადოთ და წარმატება ვუსურვოთ.
ამას ვიქტორა ვალდესი არ ახსოვს? რომელიც ცუდად დახტა და კარიერა დაასრულა? არადა იმის მესამედიც არაა… აცომ ბარსადან რა!!!
აუ გააჯვი რა, მიხვდა რო ყველა ამას აჯვავს და დაიწყო ბრტყელ-ბრტყელი სიტყვებით საუბარი
ორივე მხარე დამნაშავეა, მაგრამ შტეგენს შეეძლო მოეწერა იმ საბუთებზე ხელი და ეთქვა ხელმძღვანელობისთვის ტრამვას რომ მოვირჩენ შევალ კონკურენციაში და ვინც უკეთესი იქნება ის დადგეს ხოლმეო და არა 25-27 წლის ბიჭების კარიერა რისკზე დადოს 🙂 აი, ხელმძღვანელობას კი შეეძლო მეტად ლმობიერი ყოფილიყო და ასე საჯაროდ არ გარჩეულიყო საქმეები…
ხავიმაც დააკომენტარა აგერ, ფეხბურთელებიც ამისკენ არიან და აშკარად ყველაფერში არ ტყუის და რაღაც იმალება რაც ჩვენამდე არ მოდის… ლაპორტას როგორ უნდა ენდოს კაცი მესი და სუარესი გააგდო ვითომ ვერმაელენი და დესტი ყოფილიყვნენ
ჩავიმ ტერ შტეგენის წერილს კომენტარით გამოეხმაურა: "ყოველთვის სამაგალითო". ესპანელმა კომენტარი მალევე წაშალა და პოსტს unlike გაუკეთა
ჩავიმ ტერ შტეგენის წერილს კომენტარით გამოეხმაურა: "ყოველთვის სამაგალითო". ესპანელმა კომენტარი მალევე წაშალა და პოსტს unlike გაუკეთა
ჩვენამდე უმეტესად ნაწყვეტები მოდის ამ საკითხში ერთი მხარე არ ტყუის ორივე მხარე დამნაშავეა.იმედია სანამ დაიწყება ჩემპიონატი დალაგდება სიტუაცია.
ინიგომ ძალიან დამწყვიტა გული.მესი სხვაა ასე ნეიმარის წასვლის მერე არ ვყოფილვარ.ძალიან მაგარი სეზონი ქონდა მეიმედებოდა ახალ სეზონში და დასანანია რო ფულმა გადაწონა ყველაფერი.