მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მესის წარუმატებელი სერიის შეწყვეტა სურს

მესის წარუმატებელი სერიის შეწყვეტა სურს

”ბარსელონას” არგენტინელ ფეხბურთელს, ლეო მესის ”სან მამესზე” ჯერ გოლი არ გაუტანია, თუმცა არასდროს დამარცხებული ამ სტადიონზე. ასევე ლეოს ძალიან სურს მიმდინარე სეზონში პირველად გაიტანოს გოლი გასვლაზე.

”სან მამესზე” თამაში ყოველთვის რთულია, მესისთვის კი კვირის მატჩი შეიძლება განსაკუთრებული გახდეს. არგენტინელს ”სან მამესზე” სამმაგი გამოწვევა აქვს: გაიმარჯვოს რთულ მოედანზე, გაიტანოს გასვლაზე პირველი გოლი და საერთოდ პირველად გაიტანოს ”ატლეტიკის” სტადიონზე. ამ მოედნის გარდა ლეოს გოლი გატანილი არ აქვს ”ანოეტაზე” და ”ლოს კარმენესზე”.

პრიმერას სამი და თასის ერთი შეხვედრა

ბევრმა წელმა ჩაიარა მას შემდეგ, რაც პირველად ლეომ ”სან მამესზე” ითამაშა. ეს 2006 წლის 30 სექტემბერს მოხდა. მას შემდეგ არგენტინელი ვერ ახერხებს ამ სტადიონზე გოლის გატანას და ეს არ ხდება მომენტის არქონის გამო. სადებიუტო მატჩში ლაფუენტემ, 2008 წელს არანსუბიამ და 2009 წელს და სამეფო თასზე გასულ სეზონში გორკამ ფეხბურთელს ხელი შეუშალეს ”სან მამესზე” თავის გამოჩენაში. ერთადერთი დამამშვიდებელი ლეოსთვის შეიძლება იყოს ის, რომ ”სან მამესზე” არასდროს დამარცხებულა.

ხუთი გოლი ჩემპიონთა ლიგის გასვლით მატჩებში

ასევე ლეო პრიმერაში გასვლაზე მიმდინარე სეზონში პირველი გოლის გატანს შეეცდება. სტატისტიკა სიცილსაც კი იწვევს: არგენტინელმა სულ 18 გოლი გაიტანა – 13 პრიმერაში და 5 ჩემპიონთა ლიგაში. კურიოზულია, რომ ჩემპიონთა ლიგაში ყველა გოლი არგენტინელმა გასვლით მატჩებში გაიტანა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში