“ბაიერნი” ნიკო უილიამსისთვის ბრძოლას არ წყვეტს და 22 წლის შემტევის დამატების იმედს არ კარგავს.
გავრცელებული ცნობებით, “ბარსელონა” და უილიამსი კონტრაქტის პირობებზე უკვე შეთანხმებულები არიან. მიუხედავად ამისა, “ბაიერნი” არ ნებდება და იმედოვნებს, რომ ტრანსფერი ჩაიშლება.
გერმანელი ჟურნალისტი ფლორიან პლეტენბერგი L‘Équipe-ზე დაყრდნობით იტყობინება, რომ “რეკორდმაისტერმა” ბოლო 48 საათში ესპანელ ფეხბურთელს ახალი შეთავაზებით მიმართა. მიუნხენელები მზად არიან, ნიკოს წელიწადში ხელფასის სახით 12 მილიონი ევრო გადაუხადონ.
წყაროს ინფორმაციით, “ბაიერნს” იმედი აქვს, რომ “ბლაუგრანა” უილიამსის შეძენას ფინანსურთან ან რეგისტრაციასთან დაკავშირებული პრობლემების გამო ვერ შეძლებს. თავად ნიკო გერმანულ კლუბთან პირად მოლაპარაკებებს არ აწარმოებს და ის “ბარსასა” და “ბილბაოს” შორის შეთანხმებას ელოდება.
ეს ჩვენია, არ წავა არსად ბარსას გარდა.