გუშინ “ბარსელონამ” ზაფხულის პირველი ტრანსფერი დაადასტურა – ჟოან გარსია “ბლაუგრანას” ახალი მეკარეა.
კატალონიური კლუბის ოფიციალური ვებგვერდი გარსიას შესახებ 10 ფაქტს გვთავაზობს, რომლებიც ფეხბურთელს უფრო ახლოს გაგვაცნობს.
1. სალიენი: გარსიას მშობლიური ქალაქი
სალიენი ბარსელონადან დაახლოებით 70 კილომეტრში მდებარეობს და ჟოან გარსიას მშობლიური ქალაქია. სალიენი, რომლის მოსახლეობაც დაახლოებით 7 000-ს შეადგენს, საკმაოდ ბევრი პროფესიონალი ფეხბურთელის დაბადების ადგილია. ამ ქალაქიდან არიან: გაბრი გასია – “ბარსას” ყოფილი ფეხბურთელი, რომელმაც “ბლაუგრანაში” 180 მატჩი ჩაატარა; აიტორ რუიბალი – “ბეტისის” მარჯვენა მცველი; ედგარ გონსალესი – “ალმერიას” საყრდენი ნახევარმცველი.
2. მეკარე ძმის მსგავსად
გარსია თავდაპირველად მეკარე არ ყოფილა, თუმცა საფეხბურთო კარიერის დაწყებიდან მალევე იგი უფროსი ძმის კვალს გაჰყვა.
3. სალიენი-მანრესა-დამი-ესპანიოლი
“სალიენის”, “მანრესასა” და “დამის” შემდეგ ჟოანი 15 წლის ასაკში “ესპანიოლს” შეუერთდა. 2021 წლის 12 დეკემბერს მისი დებიუტი ესპანეთის თასზე შედგა, იანვარში კი – უკვე ლა ლიგაში.
4. ბრწყინვალე სეზონი
2023/24 წლების სეზონში გარსია “ესპანიოლს” პირველ დივიზიონში დაწინაურებაში დაეხმარა, გასულ გათამაშებაში კი ის ნამდვილად საუკეთესო იყო. ესპანელმა კარის დარაჯმა ლა ლიგაში ყველაზე მეტი, 146 სეივი, გააკეთა. ევროპის წამყვან 5 ჩემპიონატში მასზე უკეთესი შედეგი მხოლოდ “ბრენტფორდის” მეკარეს მარკ ფლეკენს ჰქონდა.
5. სტატისტიკა
ჟოან გარსია ესპანეთის ჩემპიონატის გასულ სეზონში სეივების მესამე საუკეთესო პროცენტული მაჩვენებელი (73.71%) ჰქონდა. მას მხოლოდ უნაი სიმონმა (77.42%) და იან ობლაკმა (74.14%) აჯობეს. 24 წლის კარის დარაჯმა ასევე 6 პენალტიდან 2 მოიგერია – ერთი “მალიორკასთან” და ერთიც “ბეტისთან”.
6. ბარსელონასა და ესპანიოლის მე-9 მეკარე
გარსია “ბარსასა” და “ესპანიოლის” რიგით მე-9 მეკარეა. პირველი მე-20 საუკუნის დასაწყისში რომა სოლა იყო. ჟოან გარსიამდე ბოლო კიპერი, რომელმაც “ბარსელონაშიც” ითამაშა და “ესპანიოლშიც”, ოიერ ოლასაბალია.
7. პირველი ჟოანი ბოლო 20 წელიწადში
გარსია იქნება 33-ე ფეხბურთელი სახელად ჟოანი, რომელიც “ბარსელონაში” ითამაშებს და პირველი 2004/05 წლების სეზონის შემდეგ.
8. ესპანეთის ახალგაზრდული ნაკრები და ოლიმპიური ჩემპიონი
ჟოან გარსიას ეროვნულ გუნდში დებიუტი ჯერ არ ჰქონია, თუმცა მას ესპანეთის ახალგაზრდულ ნაკრებში უთამაშია და შარშან ოლიმპიური ჩემპიონიც გახდა.
9. ნაცნობი სახეები გასახდელში
გარსია ოლიმპიადის გამარჯვებული მის ახალ თანაგუნდელებთან ერთად გახდა. ესენი არიან: პაუ კუბარსი, ფერმინ ლოპესი და ერიკ გარსია.
10. ესპანიოლის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი
ჟოან გარსია “ესპანიოლის” 2024/25 წლების სეზონის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.




იქ თუ იყავი კატა, აქ უნდა გახდე ლეოპარდი.
წარმატებები.
წარმატებები
ამ წელს ითამაშა, იქით წელსაც ითამაშებს?
ლევანდოვსკი: "ბარსაში ორჯერ შემოგიტევენ და უნდა აიღო, ესპანიოლს 37ჯერ უტევენ და 16ს თუ აიღებ კაი რეკორდს დებ"
პენიამ იმიტო დასვა რო ბარსას სახელმა გაჭრა,,ეგრეა,ხშირად გუნდის სახელები ჭრის,,ვნახოთ რას იზავს
იმედია ისტორიას დაწერს
და ბოლოს: "ჟოან გარსია "ესპანიოლის" 2024/25 წლების სეზონის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა".
ეს კი ნიშნავს, რომ გუნდში ლა ლიგის 2 საუკეთესო მოთამაშე გვეყოლება.
წინა ზაფხულის ოლიმიადაზე პენიამ დასვა ზამენაზე U21
ამ წელს ითამაშა, იქით წელსაც ითამაშებს?
ლევანდოვსკი: "ბარსაში ორჯერ შემოგიტევენ და უნდა აიღო, ესპანიოლს 37ჯერ უტევენ და 16ს თუ აიღებ კაი რეკორდს დებ"