ლამინ იამალი აქტიურად იყენებს სოციალურ ქსელებს და სწორედ ასე გამოეხმაურა ბოლო 24 საათში გავრცელებულ ხმებს, რომლებიც ნიკო უილიამსის შესაძლო ტრანსფერს უკავშირდება. გავრცელებული ინფორმაციით, უილიამსი “ბარსელონაში” გადასვლას ოცნებად მიიჩნევს და მზად არის ბილბაოს “ატლეტიკს” ამ ზაფხულს დაემშვიდობოს.
ლამინ იამალმა Instagram-ზე გამოაქვეყნა ფოტო, რომელზეც ის და ნიკო უილიამსი ერთად არიან აღბეჭდილნი ესპანეთის ნაკრებში. ამან “ბარსელონას” ფანებში დიდი მოლოდინი შექმნა. ცნობილია, რომ იამალსა და უილიამსს ძალიან ახლო ურთიერთობა აქვთ – როგორც მოედანზე, ასევე მის გარეთ. ესპანეთის ნაკრებში მათი დუეტი წარმატებით მუშაობს და გულშემატკივრებს სჯერათ, რომ მათი თანამშრომლობა შეიძლება “ბარსელონაშიც” გაგრძელდეს.
მიუხედავად იმისა, რომ იამალი დიდი ალბათობით შიგნით არსებულ ინფორმაციას არ ფლობს, მისი პოსტი ბევრისთვის სიმბოლო გახდა იმისა, რომ ტრანსფერი რეალურია.
“ბარსელონას” ხელმძღვანელობა ჯერ კიდევ არ არის შეთანხმებული უილიამსის ტრანსფერზე – ზოგიერთ მაღალჩინოსანს კვლავ ცუდად ახსენდება ფეხბურთელის მიერ 2024 წელს “ბარსაში” არ გადასვლა. ამ ეტაპზე ლუის დიასი რჩება მარცხენა ფლანგზე პირველ ვარიანტად, რასაც სპორტული დირექტორი დეკუ განიხილავს. თუ ნიკო უილიამსი მართლაც გადავა “ბარსელონაში”, მისი და იამალის ტანდემი კლუბისთვის უდიდეს იმედებს გააჩენს და ქომაგების აღფრთოვანებაც არ დააყოვნებს.
ნიკოს მომყვანები არ არიან ესენი და დიასის იჯარაზე იჩალიჩებენ
არანაირი დიასი, ნიკოა მოსაყვანი
"Official: Hansi Flick has been named La Liga's Best Coach for 2024/2025 by the Spanish Football Federation's Coaches Committee. He will be honored on Saturday at a ceremony by the Spanish Federation."
მე მეგონა ანჩელოტის დაასახელებდნენ. იმდენი აქეს წიხლით გაგდებული მწვრთნელი მთლიანად რეალის სასტავმა.
კარგია მოდი ახლა პედრი გავყიდოთ 50 მილიონად როგორც შარშან ცდილობდნენ
სად წაიკითხე ეგ
თვითონ ბარსამ დაიქსა
ფლიკს ნიკო უნდა მარა დეკომ შეიყო ამ დიასით რასაც ქვია
აქით კიდე ფლიკს ერიქსენის დარჩენა უნდა დეკო კიდე ყიდის და არაუხოზე ამყარებს იმედებსო, მოკლედ ვერ გავიგე მწვრთნელი ვინაა😃 ამათ დაავიწყდათ ფლიკი რატო წამოვიდა ბაიერნიდან 😃
ასერომ დროზე დააყენებინონ დეკოს ერთი ადგილი სანამ აქიდანაც გააქციეს ფლიკი :))
სად წაიკითხე ეგ
არიქა გახსენით შამპანური !! კლუბის საკრედიტო რეიტინგი სტაბილურიდან პოზიტიურზე ავიდა 😂🤣 და თქვენ კიდე დეკოს და ლაპორტას დედებს უწიოკებთ 😂
აქედანვეე შევეგუოოთ რო ეს ტრანსფერი ჩაიშლება რადგანნ დეკო როგორც ყოველთვის ისევ თოხლავს რაღაცას და წაართმევს ფეხბურთს ლამინი ნიკოს დუეტს
არამგონიაა ვინმე იმას
ფიქრობდეს ბარსაში რომ ლუის დიასი ამას ჯობიაა, მე
უბრალოდ მგონია რომ რაღაც ხრიკებს მიმართავენ, ვილიამსი რომ სასურველი ფეხბურთელი ისევ ბარსელონას ფეხბურთელებისთვის ეგ ფაქტია და უფრო რეალურიც….რაღაც მანიპულაციები მგონია
მე…ფლიკს არამგონია დიასი ერჩივნოს ვილიამსს
მეც მაგას ვამბობ ლუის დიასი რო ამას ურჩევნიათ ეგეთებს რა უნდათქო შტაბში 😂😂 აშკარად სხვანაირად გაიგეთ😂😂
ლამინას რო შეეკითხებიან ხვალ რა დღეაო აი იმ ბორდის ჭკუა ვატირე მე 🤣😂არც ლაპორტას უნდა და არც დეკოს და მართლებიც არიან, ეს საფეხბურთო კლუბია და არა მეგობრობის კლუბი 😂მარა მეორეს მხრივ სამ #ეს შორის ისევ ნიკო იყოს ჯობია თუ მოსაყვანია ეს ახალგაზრდა მაინც არის და სწრაფი😂
"Official: Hansi Flick has been named La Liga's Best Coach for 2024/2025 by the Spanish Football Federation's Coaches Committee. He will be honored on Saturday at a ceremony by the Spanish Federation."
არამგონიაა ვინმე იმას
ფიქრობდეს ბარსაში რომ ლუის დიასი ამას ჯობიაა, მე
უბრალოდ მგონია რომ რაღაც ხრიკებს მიმართავენ, ვილიამსი რომ სასურველი ფეხბურთელი ისევ ბარსელონას ფეხბურთელებისთვის ეგ ფაქტია და უფრო რეალურიც….რაღაც მანიპულაციები მგონია
მე…ფლიკს არამგონია დიასი ერჩივნოს ვილიამსს
Barca, და ლუის დიასი რითი სჯობს? ჯერ იქიდან დავიწყოთ რომ ლუისი ასაკშია მალე 30 გახდებ მერე ღირზ ძვირი მაგ ასაკისთვის და კიდევ იმიტომ რომ არის ტრამვამიდრეკილი. ეს ახალგაზრდაა საკმაოდ ტექნიკური და იამალთანცდა პედრისთან შეწყობილი რაც დამატებითი პლიუსია. რავიცი კვარაცხელია რომ ყოფილიყო კი მაგრამ სხვა შემთხვევაში ეს ყველაზე კარგი ტრანსფერია რა სიაც გვაქვს მაგ პოზიციაზე
კარგი ხარ ანი, დროული, ფორმაში ხარ ისევ, მიუხედავ იმისა, თუ რა დამართა ჯოკოვიჩმა შენს საყვარელ ჩოგბურთელს, ორჯერ რომ დაუტრიალა 40-15-დან, გემახსოვრება მ
ეგ გამოაქვეყნა 5 დღის წინ მგონი :დდდდ
ლუის დიასს რო ამას ამჯობინებ ეგეთს რა უნდა სპორტულ დირექტორად