“ბარსელონას” ვეტერანმა თავდამსხმელმა, რობერტ ლევანდოვსკიმ გააკეთა კომენტარი იმ კრიტიკაზე, რომელიც პოლონეთის ნაკრებში ივნისის შეკრებაზე მის არჩასვლას მოჰყვა.
36 წლის ფეხბურთელმა რთული და დატვირთული საკლუბო სეზონის შემდეგ გადაწყვიტა, არ შეერთებოდა მიშალ პრობიეჟის გუნდს – გადაწყვეტილება, რომელიც მან პოლონეთისა და “ბარსელონას” სამედიცინო შტაბთან შეთანხმებით მიიღო.
პოლონეთმა ლევანდოვსკის გარეშე 2:0 მოუგო მოლდოვას ამხანაგურ შეხვედრაში – მატჩი, რომელსაც ის ისედაც გამოტოვებდა, თუმცა ის ასევე დააკლდება 2026 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო თამაშს ფინეთთან, რომელიც 10 ივნისს გაიმართება.
“სრულიად ბუნებრივი გადაწყვეტილება იყო“ – ლევანდოვსკი განმარტავს
ლევანდოვსკიმ კომენტარი გააკეთა TVP Sport-თან, სადაც აღნიშნა, რომ ფიზიკურად და მენტალურად მყარად ვერ გრძნობდა თავს:
მწვრთნელ პრობიეჟს პირადად დავურეკე და გულწრფელად ვესაუბრე. ვუთხარი, რომ ვერც ფიზიკურად და ვერც მენტალურად ვერ ვიქნებოდი მზად. ჩავარდნა მქონდა და ვიცოდი, რომ შეკრებაზე წასვლა ვერ დამაბრუნებდა იმ დონეზე, რაც მას სჭირდებოდა.
ლევანდოვსკიმ ასევე დასძინა:
არავინაა ვალდებული, დაეთანხმოს ჩემს გადაწყვეტილებას, მაგრამ აუცილებელია პატივისცემა. ვიცი, რომ უკვე ბევრი შანსი აღარ მექნება ისეთი სეზონების ჩასატარებლად, როგორიც ახლახან მქონდა – შანსი ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად.“
ძლიერი სეზონი “ბარსელონაში”
ლევანდოვსკიმ “ბარსელონას” მაისურით 2024/25 წლების სეზონში 27 გოლი გაიტანა ლა ლიგაში, რაც მისთვის რეკორდული მაჩვენებელია კატალონიაში ყოფნის განმავლობაში. საერთო ჯამში კი ყველა ტურნირზე ერთად 42 გოლი აქვს გატანილი, საიდანაც 11 გოლი ჩემპიონთა ლიგაზე მოდის, სადაც “ბარსა” ნახევარფინალში დამარცხდა.
სკამზე უნდა გადაჯდეს შემდეგი სეზონიდან
პენსიონერ კაცს ცოტა მეტი დასვენება რო უნდა არ იციან პოლონელებმა?
იმედია მოიყვანენ გუნდში კარგ 9-იანს რომ ეს კაცი გადასვას სკამზე, თანამედროვე ფეხბურთში აღარ გამოდის უბრალოდ 9-ანზე დადგე და ბურთს ელოდო და 36 წლის ასაკში ლევანა ეხლა ვერავის ვერ ჩამოყვება.
ბოლო 20 წუთისთვის ან სადაც ბურთი არ გადის და შემტევის ალღო გვინდა, იდეალური იქნება.