workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

error დღეს თამაშია!
MATCHDAY
ლა ლიგა schedule 23:00

ბარსელონა

ბარსელონა ლოგო
--:--
ბილბაო ლოგო

ბილბაო

arrow_forward მატჩ-ცენტრი
ბარსელონა მზადაა, კრისტენსენი საუდის არაბეთში გაყიდოს

ბარსელონა მზადაა, კრისტენსენი საუდის არაბეთში გაყიდოს

ანდრეას კრისტენსენმა 2024/25 წლების სეზონის დიდი ნაწილი ტრავმის გამო გამოტოვა, თუმცა სეზონის ბოლოს ჰანსი ფლიკის ხელმძღვანელობით მოედანს დაუბრუნდა. მიუხედავად მისი დაბრუნებისა, გავრცელებული ინფორმაციით, “ბარსელონა” მზად არის ზაფხულში დანიელი მცველი გაყიდოს.

როგორც Mundo Deportivo იტყობინება, კრისტენსენის მიმართ ინტერესს საუდის არაბეთის რამდენიმე კლუბი იჩენს, თუმცა ჯერჯერობით ოფიციალური შეთავაზება არ გაკეთებულა. კატალონიური კლუბი უკვე ინფორმირებულია ამ ინტერესზე და მოსალოდნელია, რომ უახლოეს თვეებში წინადადებებს მიიღებს.

კრისტენსენი “ჩელსიდან” თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა “ბარსელონას” და ამჟამად საკმაოდ მაღალ ხელფასს იღებს. კლუბს უკვე ჰყავს ალტერნატიული ფეხბურთელები როგორც ცენტრალური მცველის, ისე ნახევარმცველის პოზიციებზე, რის გამოც კატალონიელები მზად არიან დანიელის გაყიდვისთვის, თუკი შესაფერისი შემოთავაზება იქნება.

წყაროს ინფორმაციით, თავად კრისტენსენს ამ ზაფხულს კლუბის დატოვების სურვილი არ გამოუთქვამს. “ბარსელონაში” მიაჩნიათ, რომ ის შესაძლოა დარჩენას ამჯობინებდეს და კონტრაქტის ამოწურვამდე – 2026 წლამდე – გუნდში დარჩეს, რის შემდეგაც თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს კლუბს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (21)

  • nika 54
    schedule 08 ივნ 2025, 15:17
    #21

    ციტატა: La Pulga10
    არაუხო გაყიდეთ რაღა ამას მიახტნენ


    დეკუს დაუბლოკია არაუხოს გაყიდვა ფლიკის თხოვნის მიუხედავად.