ესპანური “ბარსელონას” ერთ–ერთი მთავარი ტალანტი ჟერარდ დეულოფეუ, შესაძლოა გუნდიდან წავიდეს. Daily Mail–ის ცნობით, 17 წლის ფეხბურთელი ჯერჯერობით ვერ შეუთახმდა კატალონიური გუნდის ხელმძღვანელობას. მან თქვა, რომ იმ შემთხვევაში გაახანგრძლივებს “ლურჯ–ბროწეულისფერებთან” კონტრაქტს, თუკი სულ მალე შანსს მისცემენ პირველ გუნდში თავის წარმოჩენის საშუალებას.
შეთანხმების მიხედვით, დეულოფეუს “ბლაუგრანას” დატოვება მხოლოდ 3.75 მილიონ ფუნტად შეუძლია. ასე და ამგვარად ინგლისური კლუბები, ლონდონის “არსენალი” და ამავე ქალაქის გუნდი “ჩელსი”, უკვე სტარტზე დგანან და მზად არიან “ბარსელონას” ხემძღვანელობას ამ ტრანსფერის შესახებ უკვე ზამთარში მიმართონ.
რაც შეეხება ჟერარდის “ბარსა ბ–ში” გამოსვლას, იგი შესანიშნავად აკეთებს ყველაფერს და გუნდის ერთ–ერთი ლიდერია. აღსანიშნავია, რომ გუშინ კატალონიელთა დუბლებმა სწორედ მისი გოლით მოიპოვეს 1 ქულა გასვლაზე “კორდობასთან”.



