ბარსელონა არონ იააკობიშვილს კონტრაქტის გახანგრძლივებაზე შეუთანხმდა – უნგრელი მეკარე კლუბში 2028 წლამდე დარჩება.

19 წლის ფეხბურთელი აქამდე ახალგაზრდული გუნდების წევრი იყო, მომავალი სეზონიდან კი ბარსა ატლეტიკში ოფიციალურად დააწინაურებენ, სადაც ამჟამად პირველი მეკარე ანდერ ასტრალაგაა.
ქართული წარმომავლობის უნგრელი ფეხბურთელი კატალონიურ გრანდში 2018 წელს, ატლეტიკ სანტ-ჟუსტიდან გადმოვიდა. მან 14-წლამდელთა გუნდში გატარებულ პირველივე სეზონში ყველა გააოცა.
იააკობიშვილი მაღალი (1,85 სმ) მეკარეა, რომელიც სწრაფი რეფლექსებით, ფეხით კარგად თამაშითა და შესანიშნავი გრძელი პასით გამოირჩევა.
არონს ბარსა ატლეტიკში 3 მატჩი აქვს ჩატარებული, 19-წლამდელთა გუნდთან ერთად კი ახალგაზრდულ ლიგაზე რეგულარულად ასპარეზობს. მას უნგრეთის ასაკობრივ ნაკრებებშიც უთამაშია.
ერთი ა მოაშორონ, უკეთ გამოითქმის.
მე პირადად ეს ასტრალაგასაც მირჩევნია და კოჩენსაც
ნეტა ძაან არ გვიყვარდეს ქართველებს ყველაფრის შეფერადება რაა "ქართული წარმომავლობის უნგრელი" არასწორია რადგან თვითონ თავს უნგრელად თვლის ხოდა მორჩა ეგრე ადამის და ევას დროინდელი ნათესავი ვარ მესისთქო ვიტყვი მე
თუ მაინც და მაინც ქართველი მეკარე უნდათ, მამარდა ვერ მოიყვანეს?
გაამართლებს იმედია. გაისად უნდა ვილოცოთ ჩინურმა ნოიერმა ტრავმა არ მიიღოს და ფლიკმა ეგეც მოხოდოს როგორმე. იმედია ბიჩოკას აღარ ვნახავთ მნიშვნელოვან თამაშებში🙂