მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ალექსისი და ბიელსა – მოსწავლისა და მასწავლებლის შეხვედრა

ალექსისი და ბიელსა – მოსწავლისა და მასწავლებლის შეხვედრა

ალექსის სანჩესმა შესამჩნევ პროგრესს მიაღწია ჩილეს ნაკრებში ბიელსას მუშაობის დროს. ის აღიარებს, რომ ბევრი რამ ისწავლა ”ატლეტიკის” ამჟამინდელი მწვრთნელისგან.

კვირას ”სან მამესზე” მოსწავლე და მასწავლებელი შეხვდებიან ერთმანეთს. ”პროფესორი ბიელსა”, როგორც მას შეარქვეს ჩილეს ნაკრებში და ”შესანიშნავი ბიჭი”, ალექსის სანჩესი. ბედისწერამ ისინი 2007 წლის აგვისტოდან 2010 წლის ნოემბრამდე ერთად ამუშავა და თუკი ”ბარსას” ფეხბურთელი ამჟამად მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ვინგერად ითველბა, ამაში ლომის წილი ბიელსას ეკუთვნის.

ალექსისი მადლობას უხდის პროფესორს

3 წლის განმავლობაში, როცა ”ატლეტიკის” მწვრთნელი ჩილეს ნაკრებს წვრთნიდა ჯერ კიდევ ”უდინიზეს” ფეხბურთელის სრულყოფილად ჩამოყალიბებას ცდილობდა. ალექსის სანჩესის გაევროპელება დასრულდა მაშინ, როცა მან ბიელსას ჩილეს ნაკრებში დაიწყო თამაში. ”ბარსა ტვ”-სთან ინტერვიუში ჩილელმა განაცხადა: ”მადლობა ყველაფრისთვის, რაც მან მასწავლა. ბევრი რამ ვისწავლე პროფესორისგან. მაშინ ხანდახან ვფიქრობდი, რომ ამდენის სწავლას ვერ შევძლებდი, რომ ამდენს ვერ ავითვისებდი, მაგრამ ვაგრძელებდი ყველაფრის სწავლას, რის გადმოცემასაც ის ცდილობდა”.

ბიელსა: ”ალექსისი ”ბარსას” შესანიშნავად შეეწყობა”

მარსელო ბიელსამ ალექსისის მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა ”ატლეტიკში” პრეზენტაციის დროს: ”ძალიან ბედნიერი ვარ მის გამო და ”ბარსას” გამო. დარწმუნებული ვარ, რომ ისინი ერთმანეთს შესანიშნავად შეეწყობიან. ის ნებისმიერ გუნდს შესანიშნავად შეეწყობოდა, თუმცა საუკეთესოდ ის ”ბარსაში” ათამაშდება, რადგან ის დიდებული ფეხბურთელია”.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში