ბარსელონა-დორტმუნდი – გავის მატჩისწინა პრესკონფერენცია

ბარსელონა-დორტმუნდი – გავის მატჩისწინა პრესკონფერენცია

ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალის პირველ მატჩში “დორტმუნდთან” დაპირისპირების წინ “ბარსელონას” ნახევარმცველმა გავიმ პრესკონფერენცია გამართა.

ხვალინდელ მატჩს მოუთმენლად ველი. ეს ჩემი პირველი მეოთხედფინალი იქნება. გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ.

მე და ფლიკი ძალიან ახლოს ვართ. ჩვენ ერთმანეთის კარგად გვესმის. მან იცის, რომ სერიოზული ტრავმა მოვირჩინე და დაბრუნება რთულია. ჰანსი მენდობა. ბედნიერი ვარ, რომ მისნაირი მწვრთნელი მყავს.

ვფიქრობ, ნახევარდაცვის ნებისმიერ პოზიციაზე თამაში შემიძლია. ჰანსი ახლა უფრო გამთამაშებლად მხედავს. თუმცა, მან იცის, რომ მოქმედება საყრდენ ზონაშიც შემიძლია.

ბრწყინვალე სეზონს ვატარებთ. არ ვგრძნობთ, რომ დაუმარცხებლები ვართ, რადგან ფეხბურთში ყოველთვის ვერ მოიგებ.

ფანები აღფრთოვანებულნი უნდა იყვნენ. თავდაუზოგავად ვშრომობთ, რათა გულშემატკივრები გავახაროთ.

როდესაც “ლა მასიაში” ხარ, ამ კლუბთან ერთად ტრებლის მოგებაზე ყოველთვის ოცნებობ. ყველაფრის მოგებას ვეცდებით.

ვფიქრობ, რომ დაბრუნების შემდეგ 100%-ით მზად ვარ. სხვა საქმეა ის, რომ ზოგიერთ თამაშში თავს უფრო კომფორტულად ვგრძნობ. მშვიდად ვარ და ჩემი თამაშით კმაყოფილი ვარ.

ბევრი ფიქრობს, რომ ფეხბურთის თამაში არ ვიცი, მაგრამ ეს არ მადარდებს.

რა თქმა უნდა, კარიერის “ბარსაში” დასრულებას ვისურვებდი, მაგრამ არასდროს იცი, რა იქნება. ფეხბურთში ბევრი რამ შეიძლება მოხდეს, მაგრამ ამას ხელს მოვაწერდი.

ტრავმის შემდეგ საერთოდ არ შევცვლილვარ. ჩემთვის მენტალიტეტი ძალიან მნიშვნელოვანია.

არ მაინტერესებს, ხალხი ჩემპიონთა ლიგის მოგების ფავორიტად მიგვიჩნევს თუ არა. ის, რაც უნდა გავაკეთოთ, “დორტმუნდის” დამარცხებაა.

კუნდე საკუთარ თავზე შესანიშნავად ზრუნავს. მან ზედიზედ 100 მატჩი ჩაატარა. ეს სიგიჟეა.

ბავშვობიდან ყოველთვის ყველა თამაშში სასტარტოში ვიყავი, მაგრამ ამ სეზონში ასე არაა. ფეხბურთი ასეთია. უნდა მივიღო, რომ ყოველთვის ძირითად შემადგენლობაში არ ვიქნები.

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (5)

  • nika 54
    09 აპრ 2025, 16:29

    "მე და ფლიკი ძალიან ახლოს ვართ. ჩვენ ერთმანეთის კარგად გვესმის. მან იცის, რომ სერიოზული ტრავმა მოვირჩინე და დაბრუნება რთულია. ჰანსი მენდობა. ბედნიერი ვარ, რომ მისნაირი მწვრთნელი მყავს".
    და დიდი მადლობა ამისთვის ბატონო ბიძინაო… უჰ ბოდიში ბატონო ჰანსიო!

  • Rick Sanchez
    09 აპრ 2025, 14:37

    ციტატა: Lasha Mamuladze
    ის ფაქტი კი არ უნდა მიიიღო რომ ყოველთვის ძირითადში არ იქნები, არამედ უნდა იბრძოლო და ბრდღვნიდე მინდორს რომ სულ
    ძირითქდში იყოო…ამას ეტყობა საკუთარი ტრა.კის იმედი არ აქ


    ხო აი გავის არ აქვს თავისი ტრაკის იმედი, მაგარი უმენტალიტეტოა

  • Lasha Mamuladze
    08 აპრ 2025, 19:09

    ის ფაქტი კი არ უნდა მიიიღო რომ ყოველთვის ძირითადში არ იქნები, არამედ უნდა იბრძოლო და ბრდღვნიდე მინდორს რომ სულ
    ძირითქდში იყოო…ამას ეტყობა საკუთარი ტრა.კის იმედი არ აქ

  • C.PC5
    08 აპრ 2025, 16:38

    დაბრუნდები ძირითადში ლომო მაგას ნუ იდარდებ!

  • alwaysculerr
    08 აპრ 2025, 16:38

    კაცური კაცი💙❤️