ზედიზედ 7 მოგება ლა ლიგაში

ზედიზედ 7 მოგება ლა ლიგაში

“ატლეტიკოსთან” გუშინ გამართული დრამატული მატჩის შემდეგ “ბარსელონას” ესპანეთის ჩემპიონატში ზედიზედ 7 მოგება დაუგროვდა, რაც მიმდინარე სეზონში უკვე მეორედ მოხდა.

“ხეტაფესთან” ფრედ დასრულებული შეხვედრის (1-1) შემდეგ “ბარსამ” ლა ლიგაში “ვალენსია” (7-1), “ალავესი” (1-0), “სევილია” (4-1), “რაიო ვალიეკანო” (1-0), “ლას პალმასი” (2-0), “რეალ სოსიედადი” (4-0), გუშინ კი “ატლეტიკო” დაამარცხა და ზედიზედ მე-7 გამარჯვება მოიპოვა.

“ბლაუგრანამ” მსგავსი შედეგი დააფიქსირა სეზონის დასაწყისშიც. კატალონიურმა გუნდმა “ოსასუნასთან” წაგებამდე (2-4) ზედიზედ “ვალენსიას” (2-1), “ბილბაოს” (2-1), “რაიო ვალიეკანოს” (2-1), “ვალიადოლიდს” (7-0), “ჟირონას” (4-1), “ვილიარეალსა” (5-1) და “ხეტაფეს” (1-0) მოუგო. თუ გასული სეზონის გათამაშების ბოლო 4 თამაშსაც ჩავთვლით, გამოდის, რომ “ბარსელონას” ესპანეთის ჩემპიონატში 11-მატჩიანი მოგებათა სერია ჰქონდა. ჰანსი ფლიკის გუნდს ამ შედეგის გამეორებისა და მეტიც, გაუმჯობესების შანსი სანაკრებო შესვენების შემდეგ ექნება.

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (10)

  • nika 54
    20 მარ 2025, 18:35

    აფსუს რა დრო იყო 7 კი არა 10-12-იც ნორმა რო იყო.

  • Iniesta_8
    18 მარ 2025, 14:20

    ციტატა: MaestroXavi
    ის სულელური წაგებები რომ არა ახლა უკონკურენტოდ ვიქნებოდით


    რეალმა და ატლეტიკომაც ეგეთები წააგეს, ასე ვერ იტყვი რომ მარტო ჩვენ გავფლანგეთ ქულები.

  • CHEPE
    18 მარ 2025, 09:40

    ციტატა: Messi 30
    B.L.A.U.G.R.A.N.A, რელმა 0-4 უნდა მოგვიგოს სახლში რო ურთიერთშეხვედრებში გვაჯობოს😅 თუ 0-3 მოგვიგებს 16 ბურთი უნდა ამოქაჩოს, რო გვაჯობოს 😂😂😂😂


    რეალმა დაქაჩოს პერეს კვერცხებში😂😂😂 მაგათ ჰქონდათ შანსი დიდი ჰანდიკაპი მარა ჩვენსავით4 თამაში გაანიავეს 2 მარცხი 2 ფრე დაგნიავდა 7 ქულაც😄😄 აწი ჩვენზეა დამოკიდებული და იმედია კუმანივით არ დაემართება ფლიკს იმან გადადებული წააგო მალიორკასთან და ატლეტიკო გახდა ჩემპიომი იმ წელს როცა ატლეტიკოს 12 ქულა დავუქაჩეთ🤦

  • Messi 30
    18 მარ 2025, 08:17

    B.L.A.U.G.R.A.N.A, რელმა 0-4 უნდა მოგვიგოს სახლში რო ურთიერთშეხვედრებში გვაჯობოს😅 თუ 0-3 მოგვიგებს 16 ბურთი უნდა ამოქაჩოს, რო გვაჯობოს 😂😂😂😂

  • B.L.A.U.G.R.A.N.A
    18 მარ 2025, 01:25

    ჩვენ და რეალს/ატლეტიკოს, თუ თანაბარი ქულები გვექნება, პირველი, როგორც ვიცი უპირატსეობა გატანილ გოლებს ენიჭება, რეალს/ატლეტიკოს საკმაოდ ვასწრებთ მაგ კომპონენტში, ურთიერთშეხვედრებშიც არამგონია გვაჯობოს რეალმა, პირველი წრის შეხვედრიდან გამომდინარე, ატლეს ურთიერთსეხვედრებში უკვე ვაჯობეთ, ამიტომ თანაბარი ქულებსი შემთხვევაშიც ჩემპიონები 99% ჩვენ ვიქნებით

  • CHEPE
    17 მარ 2025, 20:59

    ამ მოგებებსა და წაუგებელ სერებს შორის არის ის 6 7 თამაში რომელიც 21 ქულიდან 2 აიღო მხოლოდ არადა ბარსას ჩავარდნა თებერვალი მარტია სულ და გადალახულია ეგ აწი ბოლო ფაზაა კოპას ფინალამდე 1 ნაბიჯი ლიგის ნახ.ფინალამდე დორტმუნდის გაგდება და ლალიგაში რეალთან მოგება 6 ქულაში გაისვრის ბარსას წინ თუ ზდია რეალმა 3 ქულაში ბარსელონას

  • me da barca
    17 მარ 2025, 18:47

    იმდენი უქნია 77 თამაში მოეგოს ზედიზედ, მერე 1 ფრე შეიძლება და წაუგებელი სერია გააგრძელოს 197-მდე. barca-1

  • MaestroXavi
    17 მარ 2025, 18:09

    ის სულელური წაგებები რომ არა ახლა უკონკურენტოდ ვიქნებოდით

  • Lasha Mamuladze
    17 მარ 2025, 17:46

    ციტატა: Rick Sanchez
    ფაქტიურად მარტსაც წაგების გარეშე დავასრულებთ, ოსასუნასთან და ჟირონასთან მეეჭვება რამე გაუგებრობა მოხდეს, წესით მიაყოლებენ კიდევ ორ მოგებას. მაქსიმალურად ხანგრძლივი წაუგებელი სერია უნდა გაწურონ, მორიგ რეკორდზე წავიდეს ფლიკი ბარემ😃😃


    ეეეგრე კარგია რეკორდები რა თქმა უნდა, უბრალოდ ფეხბურთელები არიან ცოდო გადაიწვნენ ტიპწბი და თან მარტის ბოლოს შეტენა ნაბი**ვარმა ტებასმა ოსასუნასთან თამაში რაც ჟირონასთან თამაშამდე 68 საათით ადრე იქნება…საედთოდ ფეხზე მკიდია მე
    პირადად რეკორდები მთავარია შედეგზე გა იდეს გუნდის სეზონის ბოლოს ლალიგა უეჭველი მოსაგებია…გაისად კიდე ფსიქოლოგიური უპირატესობა ექნება ბარსას და თან კარგი ფეხბურთელებიც მოვლენ გუნდში ასე რომ მომდევნო 10 წელო შეიოება ზედიზედაც მოიგოს ბარსამ
    ლა ლიგაა ეგ უეჭველი ეგრე იქნება

  • Rick Sanchez
    17 მარ 2025, 17:32

    ფაქტიურად მარტსაც წაგების გარეშე დავასრულებთ, ოსასუნასთან და ჟირონასთან მეეჭვება რამე გაუგებრობა მოხდეს, წესით მიაყოლებენ კიდევ ორ მოგებას. მაქსიმალურად ხანგრძლივი წაუგებელი სერია უნდა გაწურონ, მორიგ რეკორდზე წავიდეს ფლიკი ბარემ😃😃