პრაღაში მეკარემ კლუბის რეკორდი დაამყარა ბურთის არგაშვებული წუთების რაოდენობაში. ადრინდელი რეკორდი მიგელ რეინას 1972/72 წელს ჰქონდა დაფიქსირებული, რაც 824 წუთით შედგებოდა.
ვიქტორ ვალდესი არის ”ბარსელონას” მეკარე, რომელსაც ყველაზე დიდი ხანია გოლი არ გაუშვია. ახლა მას კარი მშრალად 877 წუთი აქვს შენახული, რაც რეინას რეკორდზე (824) მეტია. მას შემდეგ, რაც მატჩი 4:0 დასრულდა ვიქტორს კვლავ შეუძლია ამ მიღწევის გაუმჯობესება.
შესანიშნავი სეივი
მან თავად იზრუნა ამ რეკორდის დამყარებაზე. მატჩის მე-16 წუთზე პეტრზელა მასთან პირისპირ დარჩა, სადაც გამარჯვებული ვიქტორი გამოვიდა. ამ სეივმა მატჩის ბედი შეცვალა, ცოტა ხნის შემდეგ სისოვსკი გააძევს და პენალტი დანიშნეს.
”ბარსა” – ”ვალენსიას” მატჩზე, 23-ე წუთზე პაბლო ერნანდესის გატანილი გოლის შემდეგ ვალდესი კარს მშრალად ინახავს. მისი დამწუხრება ვერ მოახერხა ”ატლეტიკომ”, ”ხიხონმა”, ”რასინგმა”, ”სევილიამ”, ”გრანადამ”, ”მალიორკამ” პრიმერა დივიზიონში, ”ბატემ” და ”პლზენმა” 2-ჯერ ჩემპიონთა ლიგაში.
გვარდიოლას და მესის მე-200, ალექსისის დაბრუნება
ამ მატჩის მთავარი ფიგურები გვარდიოლა, მესი და სანჩესი იყვნენ. მწვრთნელმა მე-200 მატჩი გამართა და 144-ე გამარჯვება მოიპოვა და ამ პერიოდში გუნდმა 500 გოლის გატანა შეძლო. არგენტინელმა მე-200, 201-ე და 202-ე გოლები გაიტანა ”ბარსას” კარიერაში და ზედიზედ მეორე ჰეთ-ტრიკი შეასრულა. ჩილელი ალექსის სანჩესი კი მოედანს თითქმის 2 თვიანი უქმობის შემდეგ დაუბრუნდა.
