სანამ მესი, ჩავი, ინიესტა, ვილია, პიკე, სესკი, ალვეში და აბიდალი ერთმანეთს “ოქროს ბურთისთვის” ეჯიბრებიან, ახალგაზრდა და ჯერ კიდევ გამოუცდელი ტიაგო ალკანტარა “ოქროს ბიჭუნას” ნომინაციაზე წარადგინეს, რომელიც ითვალისწინებს 21 წლამდე ფეხბურთელებს შორის, კონტინენტის საუკეთესო ახლაგაზრდა და პერსპექტიული მოთამაშის გამოვლენას.
გარდა ტიაგოსი, ამ ჯილდოზე წარდგენილნი არიან ისეთი ვუნდერკინდები, როგორებიცაა: ედენ აზარი (ლილი), ფილ ჯონსი (მან. იუნაიტედი), ლუკაკუ (ჩელსი), მარიო გიოტცე (ბორუსია დორტმუნდი), ჯერ ვილშერი (არსენალი) და სხვა.
ხმის მიცემა შეუძლია თითოეულ მოქალაქეს გაზეთ ” Tuttosport” – ის ოფიციალურ საიტზე.
შეგახსენებთ, რომ ეს პრიზი უკვე მოპოვებული აქვთ შემდეგ მოთამაშეებს:ჰოლანდიელი რაფაელ ვან დერ ვაარტი (2003), ინგლისელი უეინ რუნი (2004), არგენტინელი ლიონელ მესი (2005) და სერხიო აგუერო (2007), ესპანელი სესკ ფაბრეგასი (2006), ბრაზილიელი ანდერსონი (2008) და პატო (2009).