“ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა ჰანსი ფლიკმა “ატლეტიკოსთან” დაპირისპირების წინ პრესკონფერენცია გამართა.
საკვანძო ფეხბურთელები დავკარგეთ და მხოლოდ დანი ოლმო და პაუ ვიქტორი გავიფორმეთ. გუნდი უმჯობესდება. რა თქმა უნდა, ამ მდგომარეობით კმაყოფილები არ ვართ, მაგრამ ბოლომდე ვიბრძოლებთ. იოლი არაა, მაგრამ გვინდა, ყველა ტიტული მოვიგოთ.
ლევანდოვსკის შეცვლა? ასეთ მომენტებში გადაწყვეტილება უნდა მიიღო. ფერან ტორესმა წინა მატჩებში ძალიან კარგად ითამაშა.
კრისტენსენი განაცხადში არ იქნება.
“ატლეტიკო”? გამარჯვებების სერიის შენარჩუნება შეუძლებელია. “ატლეტიკოს” დიდ პატივს ვცემ. მომწონს ჩოლო სიმეონეს პიროვნება და მისი თამაშისადმი დამოკიდებულება, რაც მის გუნდში აისახება. თუმცა, ეს არაფერს ცვლის – ჩვენ მოგება გვინდა.
“ატლეტიკოს” წინააღმდეგ გულშემატკივრების მხარდაჭერა მნიშვნელოვანია. იმედი გვაქვს, კარგად ვითამაშებთ და ფანები გამარჯვებას იზეიმებენ.
ორდღიანი დასვენება “ლეგანესთან” თამაშის შემდეგ? დასვენება გვჭირდებოდა და ვფიქრობ, ეს კარგი იდეა იყო. ამის შემდეგ ძალიან კარგად ვვარჯიშობთ, ასე რომ, მჯერა, ეს კარგი გადაწყვეტილება იყო.
დღევანდელი მდგომარეობით ლა ლიგაში პირველ ადგილზე ვართ, ჩემპიონთა ლიგაზე კი – მეორეზე. გარკვეული ქულები დავკარგეთ, რაც გულდასაწყვეტია, რადგან “ლას პალმასთან” და “ლეგანესთან” უნდა მოგვეგო. თუმცა, ამას უნდა შევეგუოთ. ხვალ კიდევ ერთი შანსი გვაქვს იმის საჩვენებლად, თუ რისი გაკეთება შეგვიძლია. ახალგაზრდული შემადგენლობა გვყავს და უნდა გავუმჯობესდეთ, მაგრამ სეზონის ბოლომდე ვიბრძოლებთ. ხვალ გვაქვს კიდევ ერთი დიდი გამოწვევა შესანიშნავი გუნდის წინააღმდეგ.
უნდა შევეგუოთ, რომ იამალს ტრავმა აქვს და ის ხელმიუწვდომელია. მისი შეცვლის რამდენიმე ვარიანტი გვაქვს, მაგრამ გადაწყვეტილება ჯერ არ მიგვიღია.
დღევანდელი მატჩი ფინალი არაა. ეს უბრალოდ 2024 წლის ბოლო თამაშია.
რა ქულები დაიკარგა სოსიედადთან და ჟირონასთან … ამ რეალთან რომ 4 ქულაში ვართ მაგრად ტეხავს…
აი გული მიგრძნობდა რა,ეს დღეები იმენნა ვიცოდი გატეხავდნენ ხეტაფესთან. სააღოლ ძმაო მსაჯს,იყო შეცდომები,რუდიგერი გასაგდები იყო,ისა ესა მარა ესეთი ობიექტური მსაჯობა დიდი ხანია არ მინახავს. იმედია არ დაუმთავრებენ მაგ მსაჯს კარიერას. რაც შეეხება შემდეგ ტურს,ბილბაოსთან თუ მოვიგეთ,გული მიგრძნობს რეალი კიდე გატეხავს,თან არც კარერასი ეყოლებათ,არც მასტანტუინო,არც ჰუისენი და პლიუს ტრავმირებულები. სელტაც მშვენიერ ხოდზეა და სახლში ნიჩია მაინც უნდა გაუგოროს. ბილბაოსთან მოვიგოთ და ლალიგა ჩვენია. გემრიელად გადავერთვებით ლიგაზე. სააღოლ ხეტაფე,სააღოლ💙❤️
თამაშამდე რა დავწერე🤭🤭🤭 დღეს რეალი 0:1 წააგებსთქო ან 1:1 თუ ხეტაფე არ გამოსირდათქო აშკარაა რომ ზედიზედ მოგებების მერე გატეხდა და მიაყოლებდა ახლა ბალაიდოსზე ფრე მორჩება ხშირად 2:2 ებს ამთავრებდნენ და არაა გამორიცხული მაგრამ სელტა ამოხოხდა ევროსარბიელის ზონაში და არაფერს დაუთმობს, ჩვენ კი ბილბაო ფლიკის ხელში გაწამებული გყვავს და არცაა ის ბილბაო რაც იყო თუ არაფერი მიქარეს თავად ან მსაჯმა არ ჩააკუა საქმეში მოვიგებთ
ხეტაფემ ჰარამბოლით გამოისვა მადრიდი. ჩვენ ხვალ უნდა ვნახოთ ჰარამ ბოლი. სიმეონე თალიბანი ჩააყენებს ტანკს კარებში.
ხან წააგებ, ხან ვერ მოიგებ, ეგ არაფერი
მაგარი ფინალი იყო, იმენა კაიფი
ოპააა გამოისვეს ტრა.კში სელპაკის ქაღალდივით სამეფო ღორები.
ხეტაფეეეეე

რა მენტალურად არასტაბილური გუნდია 😂
პუტა პუტაა))) ეს რა მარაზმი კლუბია ძმაო აი უსაზიზღრესიიი
მიდი ხეტაფეე. გაუძელი ჰარამ ბააალ.
1 წელზე მეტი ხნის წინ მომხმარებელი დამებლოკა დღესაც არ ვიცი რატომ, შემდეგ ახლის შექმნა ვცადე რამდენიმე თვის წინ და ახლა გააქტიურდა. რა ხდება
მართალია ეს თამაში ფრე მაინც გაწიროს ხეტაფემ და სელტა თავის საქმეს გააკეთებს უცილობლივ მთავარია ლა ლიგაში ქულებით ქი გავიჭრათ რომ ჩემპიონთა ლიგაზე სანერვიულო აღარ გვქონდეს, შიდა ჩემპიონატში სიმშვიდე=ჩემპიონთა ლიგაზე სტაბილურ თამაშს
2 დღეა შემჭამა აზრმა რო რეაკი ამ თამაშს გატეხავს. თუნდაც ნიჩია ითამაშოს იმენა ტუზი დაგვეცემა. დაჟე მაგრად მგონია რო ზზედიზედ ორ თამაშს გატეხავს,სელტა მაგარს დააჭერინებს გასვლაზე. მთავარია ხეტაფემ გაძლოს ერთი ტაიმი,სულ მცირე ნიჩიაა
ბურთის ფლობა 79/21-ზეა და ამ დროს აგებენ.
ხრტაფემ რა გოლიიიი
რა კარგად თამაშობს ხეტაფე. ორგანიზებულად უტევენ
აუუ რა ნაბი.ჭვარი არის რუდიგერი. ეს რომ ბარსას ფეხბურთელს ექნა პრო.ჭზე გაიხეოდა სრულიად მადრიდი.
აუუუუ რა გაუყარეს კურტუას
შენ ოღონდ ეგ გააკეთე ჰერ ჰანს და ვინც კამპ ნოუზე ძეგლი არ დაგიდგას…
თუ ამას შეძლებ გვარდიოლა და ენრიკე არაფერი იქნება შენთან, რა შემადგელობით რასაც აკეთებ უკვე სასწაულია, მაგრამ თუ პორველი ტაიმის მერე სულ ცოტა 2-0 არ იქნება ნუ დაწყვიტავ ხალხს.
იმედია არაუხოს არც აღარასოდეს ვნახავ ბარსელონას მაისურით