”ბარსელონას” თავდამსხმელმა, ლეო მესიმ კომენტარი გააკეთა ესპანურ პრესაში გავრცელებულ ინფორმაციებზე იმის შესახებ, რომ მესი სათამაშო კრიზის განიცდის, გადმოგვცემს ”marca”.
არგენტინელმა კომენტარი ლა ლიგის მე-11 ტურის საშინაო შეხვედრის შემდეგ გააკეთა, სადაც ”ბარსელონამ” 5:0 დაამარცხა ”მალიორკა”. თავად ლეო მესიმ ამ მატჩში ჰეთ-ტრიკი შეასრულა.
”ჩვენმა გუნდმა კვლავ აჩვენა კარგი თამაში. ჩვენ უკვე პირველ ტაიმში გადავწყვიტეთ მატჩის ბედი და ამავე ტემპში უნდა გავაგრძელოთ. რაც შეეხება საუბრებს ჩემი კრიზისის შესახებ, 3 მატჩში გოლის ვერ გატანის გამო ამაზე საუბრები უბრალოდ სიგიჟეა. ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს ვინ გაიტანს. მთავარი ისაა, რომ გუნდმა გაიმარჯვოს” – განაცხადა მესიმ.



