“ბაიერ ლევერკუზენის” ცენტრალურმა მცველმა, ჯონათან ტამ, შესაძლოა, კარიერა “ბარსელონაში” განაგრძოს.
Sky Germany-ს ინფორმაციით, 28 წლის გერმანელი უკანახაზელი “ფარმაცევტებთან” კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს, რომლის ვადაც 2025 წლის 30 ივნისს იწურება.
ტას გაფორმების მთავარ პრეტენდენტებად კი “ბარსელონა” და “ბაიერნი” მიიჩნევიან და ფეხბურთელს არჩევანის გაკეთება სწორედ ამ ორ კლუბს შორის მოუწევს.
ერთიც დავარჭოთ ბაიერნს(სავარაუდოდ ლიგის ფინალში) და თვითონ შეიხვეწება აქეთ გადმოსვლას.
მართლა ტვინი მოიხნა ამ მოსიარულე ტრავმებით კრისტიანსენებით ფატებით და დე იონგებით. მოიყვანონ ეს კაცი. კრისტიანსენში კიდე სუფთა 15-20 მილიონს ავიღებთ
უტრავმობით პირველ რიგში, კრისტენსენი ბოლო სეზონებია ძალიან ბევრ ტრავმას იღებს, ფაქტიურად ვერ ენდობი, თორე კრისტენსენი რო სტაბილურად თამაშობდეს არავინ არ გაყიდიდა.
და რით ჯობია ეს კრისტას ?
კრისტენსენი არ უნდა შეეწიროს ამ გორილას.
ანდრეას კრისტენსენი "ბარსელონას" სამომავლო გეგმებში ფაქტობრივად აღარ მოიაზრება, – იუწყება Relevo-ს ჟურნალისტი მატეო მორეტო.
წყაროს თანახმად, ახლა ისღაა გასარკვევი, დანიელი მცველი "ბლაუგრანას" იანვრის სატრანსფერო ფანჯარაზე დატოვებს თუ ზაფხულში. მისით პრემიერლიგური კლუბები არიან დაინტერესებულნი.
უკვე ორ თვეზე მეტია, რაც 28 წლის უკანახაზელი ტრავმას მკურნალობს, თუმცა მისი დაბრუნების თარიღს მაინც ვერ ასახელებენ.
მოარული ხმების მიხედვით, ზაფხულში "ბარსა" ლევერკუზენის "ბაიერის" მცველის, ჯონათან ტას დამატებას აპირებს. როგორც ჩანს, სწორედ გერმანელისთვის ადგილის გამოთავისუფლებას შეეწირება კრისტენსენი.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში დანიელმა სულ 1 მატჩში მიიღო მონაწილეობა