“ბარსელონასთან” შეხვედრის წინ “ბაიერნს” გუნდის ერთ-ერთი ლიდერი ჯამალ მუსიალა უბრუნდება. ამის შესახებ ინფორმაციას Sport ავრცელებს.
წყაროს ცნობებით, 21 შემტევი ნახევარმცველმა, შესაძლოა, “ბარსასთან” მატჩისთვის გამოჯანმრთელება მოასწროს. გერმანელი ინტენსიურად ვარჯიშობს და ყველაფერს აკეთებს, რათა ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურის ცენტრალურ დაპირისპირებაში მონაწილეობა შეძლოს.
“ბაიერნს” საკადრო პრობლემებიც აქვს. “რეკორდმაისტერის” სერიოზული დანაკლისი სასტარტო შემადგენლობის წევრი, 20 წლის საყრდენი ნახევარმცველი, ალექსანდარ პავლოვიჩია, რომელიც გუნდს წინა თამაშში გამოაკლდა.
რაც შეეხება “ბარსელონას”, “ბლაუგრანა” მარკ-ანდრე ტერ შტეგენს, რონალდ არაუხოს, ფერან ტორესს, ანდრეას კრისტენსენს, ერიკ გარსიასა და მარკ ბერნალს მოისაკლისებს.
იმედია ახლად მორჩენილი ვერ გაბედავს ბოლომდე გარისკვას და "ნახევარი ძალით" ითამაშებს. ნუ ფატის სტილში რა.
ხვალ შესნი არ იქმება ვითომ
ვნახოთ რაა, სერიოზული გამოცდაა ფლიკისთვის ფაქტია, უფორმობის და ტრავმების ფონზეც რთული იქნება არ წაგება.
პენია – კუბარსი, ინიგო, კუნდე, ბალდე – კასადო, პედრი – რაფინია, პედრი, იამალი – ლევანდოვსკი
ორივე უმნიშვნელოვანესი თამაშია პირველ რიგში გამოცდის თვალსაზრისით, რაღაც მხრივ გეთანხმები რომ კლასიკოზე მეტად ბაიერნთან მოგება გამიხარდებოდა მაგრამ სხვა დატვირთვაც აქვს რეალთან ამ თამაშს, ჩვენს წაუგებელ რეკორდს გაიმეორებენ და არც ეგ იქნება სასიამოვნო.
გასატანი უნდა გავიტანოთ თორე ეს არაა სევილია ვალენსია და არც ლა ლიგის რიგოთი მატჩი.კლასიკოზე მეტად აქ მოგებაა უმთავრესი კლასიკო ნიჩიაც მოსაღებია მთავარია ნემცები დავადუღოთ