workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბარსელონა 5-1 სევილია | ჰანსი ფლიკის გუნდი ურთულეს მატჩებს შესანიშნავ ხასიათზე ხვდება

ბარსელონა 5-1 სევილია | ჰანსი ფლიკის გუნდი ურთულეს მატჩებს შესანიშნავ ხასიათზე ხვდება

ბარსელონამ ლა ლიგის მე-10 ტურში საკუთარ მოედანზე სევილიას უმასპინძლა და 5-1 გაანადგურა.

ბარსას მხრიდან გოლები რობერტ ლევანდოვსკიმ (2), პედრიმ და პაბლო ტორემ (2) გაიტანეს, სევილიას რიგებიდან კი ერთადერთი ბურთი სტანის იდუმბომ მიითვალა.

აღსანიშნავია, რომ ამ მატჩში, 83-ე წუთზე, პედრის ნაცვლად, მოედანზე გავი შევიდა, რომელიც გუნდს თითქმის 1-წლიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა.

ჰანსი ფლიკის გუნდს ესპანეთის ჩემპიონატში 27 ქულა აქვს და პირველ ადგილზე იმყოფება. მეორეზე 24 ქულით რეალ მადრიდია, მესამეადგილოსან ატლეტიკოს კი 20 ქულა აქვს.

ბარსელონას შემდეგი მატჩი ჩემპიონთა ლიგაზე, ბაიერნის წინააღმდეგ ელის, ლა ლიგის მომდევნო ტურში კი რეალ მადრიდს დაუპირისპირდება.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (5)

  • Johan Cruyff 14
    schedule 21 ოქტ 2024, 21:46

    ორივე მატჩი კაი იქნება რო მოიგონ ვნახოთ 🙌 წარმატებები ბარსას 🙌🙌

  • nika 54
    schedule 21 ოქტ 2024, 16:33

    ციტატა: Rick Sanchez
    ბაიერნსაც მოუგონ და დავრწმუნდები ფლიკის სიდიადეში.


    ნეტა კლასიკო მოიგონ და ბაიერნთან ფრეზეც მადლობას ვიტყვი.

  • Rick Sanchez
    schedule 21 ოქტ 2024, 08:19

    ბაიერნსაც მოუგონ და დავრწმუნდები ფლიკის სიდიადეში.

  • me da barca
    schedule 21 ოქტ 2024, 04:20

    როგორია ეს ცხოვრება. ფლიკის ბაიერნმა გადაურბინა მეძროხე სეტიენის ბარსას. დღეს ეს ფლიკი ბარსას მწვრთნელია და ბაიერნის წინააღმდეგ გაიყვანს გუნდს.

  • CHEPE
    schedule 21 ოქტ 2024, 01:18

    აი იცი რა მიკვირს რა შეიცვალა ხავის მერე იგივე შემაგდენლობა არარის ეს რაც ხავის ყავდა😅😅 არავი მიადაროს ეს ბარსა ხავის ბარსას კი 10 15 თამაში ქონდა სეზონში გამონაკლისი მაგრამ დაძაბული იყო ყველა მაინც ფლიკის ბარსელონამ კი 12 დან მარტო 3 მოიგო დაძაბულად პირველი 3 თამაში 2:1 ები რომ მოიგო… გუნდმა ხასიათი აჩვენა არ ჩერდება ვარჯიშობენ მოედანზევე პრაქტიკულში საკმაოდ კარგად თითქოს მომდევნო თამაშებში იციან რაც უნდა გააკეთონ შემდეგი მეტოქე ისედაც იციან ზოგადად ვინც ეყოლებათ… აესეთი ბარსელონა გვარდის მერე არც მინახავს მარტო მნს და ინი ბუსკეცის ფონზე იყო რომ გადიოდა ლუჩოს ბარსა