მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსა” ხორდი ალბას აკვირდება

“ბარსა” ხორდი ალბას აკვირდება

“ბარსელონას” დაცვის ხაზში დიდი პრობლემებია. გაუთავაბელი ტრავმიანობის გამო, მცველების უმეტესობა გუნდს თვეობით ვერ ეხმარება, ამიტომ ხშირ შემთხვევაში ცენტრალურ მცველებად ჩამშლელი ნახევარმცველები გვევლინებიან.

 

ტრავმიანობა არ არის ის ერთადერთი პრობლემა დაცვაში, რომელიც “ბარსას” აწუხებს. ერიკ აბიდალი თანახმა არაა, გაახანგრძლივოს კონტრაქტი იმ პირობებით, რომელსაც მას კატალონიური გრანდი სთავაზობს. “ლურჯ-ბროწეულისფრები” მარცხენა მცველის ძიებაში არიან.

 

გავრცელბული ინფორმაციის თანახმად, გვარდიოლასა და სუბისარეტას თვალთახედვის არეში “ვალენიის” მცველი, ხორდი ალბა მოექცა. ესპანელი კარიერული თვალსაზრისით აშკარად პროგრესს განიცდის. მან ვისენტე დელ ბოსკეს ყურადღებაც კი მიიპყრო. აღსანიშნავია, რომ ალბას კონტრაქტი “ვალენსიასთან” მიმდინარე წლის ბოლოს მთვარდება და ფეხბურთელი კონტრაქტის გახანგრძივებისგან თავს იკავებს. როგორც ცნობილი გახდა, მან თავის აგენტს სთხოვა, რომ კარგად განიხილონ ყველა სხვა კლუბის შეთავაზება.

 

ჯერ-ჯერობით გადაწყვეტილი არაა, თუ რომელი იღბლიანი მოირგებს “ბარსას” მაისურს ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში