ჟოან ლაპორტას პრესკონფერენცია

ჟოან ლაპორტას პრესკონფერენცია

“ბარსელონას” პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ პრესკონფერენცია გამართა, რომლის დროსაც სხვადასხვა საინტერესო საკითხზე ისაუბრა.

თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართება, “სპოტიფაი კამპ ნოუზე” დავბრუნდებით.

ჩვენს წინააღმდეგ შეტევები გრძელდება. როდესაც რაღაცები კარგად მიდის, “ნეგრეირას საქმე” თავს ისევ იჩენს.

3 წლის წინ კლუბში სარისკო და უკონტროლო სიტუაცია იყო. ვიმუშავეთ ეკონომიკური პრობლემების აღმოფხვრაზე, “სპოტიფაი კამპ ნოუზე” რეკონსტრუქციაზე, ინსტიტუციური პრესტიჟის აღდგენასა და “ლა მასიას” გაძლიერებაზე.

ყველაფერს ვუმკლავდებით და ვიმარჯვებთ. კლუბი ფინანსურად, სოციალურად და სპორტულად უკეთეს მდგომარეობაშია.

კონსტრუქციულ კრიტიკას ვიღებთ. ვგმობთ კრიტიკას, რომელიც კლუბის დესტაბილიზაციისკენაა მიმართული. მინდა იცოდეთ, რომ უფრო ძლიერები ვართ, ვიდრე ოდესმე.

ჰანსი ფლიკით ძალიან კმაყოფილები ვართ.

ფლიკს გამარჯვების მენტალიტეტი აქვს. ძალიან ბედნიერები ვართ და გუნდით ვამაყობთ. ვხედავთ, რომ ჩვენი პროექტის მთავარი ნაწილი “ლა მასიაა”.

დეკუთი და მისი გუნდით ძალიან კმაყოფილები ვართ. დღეს ჩვენი მწვრთნელი რომ ფლიკია, ეს დეკუს დამსახურებაა. ის შესანიშნავად მუშაობს.

დანი ოლმოს დამატებით, რაც ვთქვი, გამოჩნდა, რომ “ბარსა” უმაღლესი დონის ფეხბურთელის შესაძენად მზად იყო.

ახლა გვყავს გუნდი, რომლის სატრანსფერო ღირებულება 2021 წელთან შედარებით უფრო მაღალია. ასევე შემცირდა საშუალო ასაკი.

წელს დადებითი შედეგები გვექნება. სასპონსორო გარიგებებში ისტორიული რეკორდი დავამყარეთ. “ბარსა” ყოველთვის მისი წევრების მფლობელობაში იქნება.

Nike-თან კონტრაქტი მსოფლიო ფეხბურთში საუკეთესო იქნება. ხელშეკრულების ზაფხულში გაფორმება შეგვეძლო, მაგრამ არ ვიჩქარეთ.

1:1 სტანდარტს მალე დავუბრუნდებით.

სატრანსფერო ფანჯრით კმაყოფილები ვართ. ოლმო პრიორიტეტი იყო. დეკუმ გვითხრა, რომ ის გუნდს გააძლიერებდა და ასეცაა.

ნიკო უილიამსი? არ ვისაუბრებ იმ ფეხბურთელებზე, რომლებიც ჩვენ არ გვეკუთვნის. “ბილბაოს” პატივს ვცემთ.

ფელიში და კანსელუ? შემადგენლობის გაანალიზებისას გადავწყვიტეთ, რომ ახლა საუკეთესო გუნდი გვყავს. ჟოაუები “ბარსაში” იჯარით იყვნენ, რომლის ვადაც 30 ივნისს ამოიწურა. ისინი თავიანთი გზით წავიდნენ. ფელიში “ჩელსიშია”, კანსელუ კი “ალ ჰილალში”.

დღეს უიღბლო დღე გვქონდა, რადგან ფერმინ ლოპესმა ვარჯიშის დროს ტრავმა მიიღო. მან ამ ზაფხულს ბევრი ითამაშა.

მარკ ბერნალი უფრო ძლიერი დაბრუნდება.

ივარაუდება, რომ ფრენკი დე იონგი მალე დაბრუნდება.

1:1 სტანდარტის საშუალებით ოლმოს დარეგისტრირებას უპრობლემოდ შევძლებთ.

“ბარსა” არის კლუბი, რომელიც ქმნის და ყიდულობს ტალანტებს, ფეხბურთელების გაყიდვაზე არ ვფიქრობთ.

გიუნდოგანი შესანიშნავი ფეხბურთელი და ადამიანია. მან კლუბში ერთი ბრწყინვალე სეზონი გაატარა. გიუნდოგანისა და ფლიკის შეხვედრისა და გუნდში სიტუაციის შეფასების შემდეგ ილქაიმ წასვლა გადაწყვიტა. მისი წასვლა მხოლოდ და მხოლოდ სპორტულ მიზეზებს უკავშირდება.

1:1 სტანდარტის ამოქმედებამდე 60 მილიონი ევრო გვაშორებს.

ჩანს, რომ ლევანდოვსკი უფრო მოტივირებულია, ვიდრე ოდესმე. რობერტს ეს ახალი ბიძგი სჭირდებოდა.

ფლიკი გარსიას ენდობა. ბერნალის ტრავმის გამო ერიკს საყრდენის პოზიციაზე თამაშიც შეუძლია. გარსიას შეძენა “ჟირონასა” და სხვა კლუბებს უნდოდათ, მაგრამ ფლიკს მისი გუნდში ყოლა სურს.

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (10)

  • nika 54
    04 სექ 2024, 17:51

    ისე წინა თამაშზე, რუსმა კომენტატორმა კამპ ნოუს მშენებლობაზე ილაპარაკა და საიტიც თქვა სადაც თურმე მშენებარე კამპ ნოუს ყურებაც შეიძლება, მაგრამ საჭიროა ბარსელონას გვერდზე დარეგისტრირება, რომელიც საკმაოდ ძვირია მითუმეტეს არც ყველა თამაშს არ აჩვენებენ ლაივში.

  • Barca1
    04 სექ 2024, 14:24

    jacky iakovenko, ბიძინა როიტყუება მაინც იგებს არჩევნებს მაგჩემისაა ლაპორტას შემთხვევაში ტყულით არამგონიაა მოიგოს არჩევნები:))

  • PUIOL5
    04 სექ 2024, 13:24

    არადა ახლა გუნდო რომ იყოს ფლიკი მაგარ ცენტრს მოხოდავდა

  • Rick Sanchez
    03 სექ 2024, 22:17

    არ ვიჩქარეთო ნაიკის კონტრაქტზეო რომ ამბობს, საინტერესოა რატომ, იქნებ ნიკო მოეყვანათ წელს, მაგრამ რომ ვაკვირდები არ გვჭირდება საერთოდ.

  • araujo4
    03 სექ 2024, 21:24

    აშკარაა რო ნაიკმა ცადა უფრო დაბალი კონტრაქტი შემოეტენა იმიტო რო იცოდნენ რო მაგაზე ხელის მოწერით 1:1 ვუბრუნდებოდით. კარგია რო არ დათანხმდნენ დაბალ პირობებს

  • jacky iakovenko
    03 სექ 2024, 19:13

    ციტატა: Barca1
    მე მჯერავს ამკაცის ყველა ლანძღავს რაცმესი გაუშვაა მარაა მთავარ დამნაშავე აქ ლაპორტა კიარაა ბართუმეო იყოო კლუბი ამდგომარებაში როჩააყენაა.


    მასე ჯეროდა ყველას ბიძინასიც 🤣

  • Barca1
    03 სექ 2024, 19:12

    მე მჯერავს ამკაცის ყველა ლანძღავს რაცმესი გაუშვაა მარაა მთავარ დამნაშავე აქ ლაპორტა კიარაა ბართუმეო იყოო კლუბი ამდგომარებაში როჩააყენაა.

  • jacky iakovenko
    03 სექ 2024, 19:12

    კოჰაგები 🤣

  • Dachi7718
    03 სექ 2024, 19:08

    ferminma tramva miigo? rato ar iwereba araferi

  • cruyff9
    03 სექ 2024, 19:06

    ეჭვი მაქვს კამპნოუს გაზაფხულამდე ვერ დავუბრუნდებით