“ბარსელონამ”, შესაძლოა, “ლევერკუზენის” ერთ-ერთი ლიდერის, ჯონათან ტას ტრანსფერზე მუშაობა დაიწყოს. ამის შესახებ ინფორმაციას Sport ავრცელებს.
წყაროს ცნობებით, “ბარსა” ერიკ გარსიას წასვლის შემთხვევაში დაცვის ტათი გაძლიერებაზე ფიქრობს. ის კატალონიური კლუბის ერთ-ერთი ვარიანტია, თუ გარსია გუნდს დატოვებს.
იგივე წყარო იტყობინება, რომ გერმანელ ცენტრალურ მცველის მოქმედი კონტრაქტის ვადა მომავალი წლის ზაფხულში იწურება და ივარაუდება, რომ “ბლაუგრანას” ის დაახლოებით 20 მილიონი ევრო დაუჯდება. თუმცა, ტას დამატება რთული იქნება, რადგან სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ცოტა დრო რჩება.
28 წლის უკანახაზელმა გასულ სეზონში “ლევერკუზენის” ტრიუმფში ერთ-ერთი მთავარი როლი ითამაშა. მან მონაწილეობა 48 მატჩში მიიღო და მხოლოდ 5 თამაში გამოტოვა.
ეს ახალი "ქინდერსიურპრიზია" ლაპორტასგან?
ოლმო ვერ დაარეგისტრირეს და ტას მოიყვანენ?
ტაჰი არა ხამონი კიდევ
ამ ნაიკმაც შეიყო რამდენი ხანია დებენ ამ ხელშეკრულებას და ვერ დადეს ეგენიც მოსყიდულები არიან თუ რა მაფიაა ვეღარ ვიგებ ასეთი ბანძი მმართველობა როგორ გვყავს
ჯერ საერთოდ ნაიკისგან მივიღოთ ფული რო დარეგისტრირება შევძლოთ ხალხის და მერე მოიყვანონ რო არ შევრცხვეთ და გაყიდვა არ მოგვიწიოს
დაცვა გვიჭირს ოლმო ვერ დაგვირეგისტრირებია და წესიერი მარცხენა ვინგერი არაგვყავს და ამათ კიდე მცველი მოყავთ
ტა კიარა ბიჯო ვინც მოსაყვანია ის მოიყვანეთ ჯერ.
და შენ რისი თქმა გინდა რომ ლევერკუზენი უფრო შორს წავა ვიდრე ჩვენ? გასაგებია დალაგებულ ფეხბურთს თამაშობს ლევერკუზენი მაგრამ თუ შევხვდით ნამდვილად მოვუგებთ და მგონია რომ ჩვენ უფრო წინ წავალთ ვიდრე ლევერკუზენი . მაგ ყველაფერს თავი რომ დავანებოთ რისი თქმა გინდა რომ ლევერკუზენში ყოფნა უფრო სჯობს ვიდრე ბარსელონაში ?
ოლმო ვერ დაურეგისტრირებიათ და 15 მილიონად კიეზა ვერ მოუყვანიატ რაის ტა.
დარჩენა რო ნდომოდა კონტრაქტს გაახანგრძლივებდა, რომელიც მომავალ სეზონში ეწურება.
და ლევერკუზენმა რაც არ უნდა იფრინოს, მაინც არ ექნება ბარსას და სხვა გრანდების მსგავსი სტატუსი.
იმ თვალსაზრისით რომ არაუხო და კრისტენსენი ტრავმიანობენ არაა ტას მოყვანა უპერსპექტივო, მაგრამ თვითონ არ წამოვა სავარაუდოდ, დალაგებული ლევერკუზენიდან სადაც უკვე ლიდერია ადგეს და წამოვიდეს ბარსაში სადაც კაცმა არ იცის რა მოხდება და თან ადგილი ძირითადში არ ექნება გარანტირებული. ჩამშლელი და შემტევი გვჭირდება ისევ და ეს დეკუ უბრალოდ ჩამოსაწერია