10 წელი ლუის სუარესის ბარსელონაში დებიუტიდან

10 წელი ლუის სუარესის ბარსელონაში დებიუტიდან

დღეს 10 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ლეგენდარულმა ურუგვაელმა ლუის სუარესმა “ბარსელონას” მაისურით პირველად ითამაშა.

ზუსტად 10 წლის წინ, 2014 წლის 18 აგვისტოს, “ბარსაში” სუარესის დებიუტი შედგა. ეს გამპერის თასზე მექსიკურ “ლეონთან” გამართულ მატჩში მოხდა, რომელშიც კატალონიელებმა მეტოქე 6-0 გაანადგურეს. ურუგვაელი თავდამსხმელი თამაშში მეორე ტაიმის 76-ე წუთზე ჩაერთო, როდესაც რაფინია შეცვალა.

სუარესმა “ბლაუგრანაში” 6 დაუვიწყარი წელი გაატარა. ის კატალონიურ გუნდში 2014-2020 წლებში ირიცხებოდა, რა დროის განმავლობაშიც კლუბის ისტორიაში მე-3 საუკეთესო ბომბარდირი გახდა. “ელ პისტოლერომ” 283 თამაშში 198 გოლი გაიტანა და 113 ასისტი გააკეთა. მან “ბარსასთან” ერთად 15 ტიტული მოიგო: 1 მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი, 1 ჩემპიონთა ლიგა, 1 ევროპის სუპერ თასი, 4 ესპანეთის ჩემპიონატი, 4 ესპანეთის თასი, 2 ესპანეთის სუპერ თასი, 2 კატალონიის სუპერ თასი.

ლუის სუარესი ამჟამად ლიონელ მესისთან, სერჟიო ბუსკეტსთან და ჟორდი ალბასთან ერთად “ინტერ მაიამიში” ირიცხება.

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (26)

  • me da barca
    20 აგვ 2024, 23:04

    უძლიერესი ცხრიანი.

  • nika 54
    19 აგვ 2024, 18:35

    და დღესაც ისეთივე სასწაულ გოლებს იტანს. ბოლო თამაშებს გადაავლეთ თვალი.

  • ♠️Spookyfy♠️
    19 აგვ 2024, 15:59

    რეალს ბევრი გუნდო გაღერძავს ამ ლალიგაში და მაგის ხარჯძე თუ ვისარგებლებთ. აი უშუალო დაპირისპირებაში გაგვიჭირდება,ზუსტად იმ ტაქტიკით ვთამაშობთ,რაშიც გაინავარდებენ მბაპე და ვინიციუსი. ამოწული დაცვით. ცენტრი ჩვენც კარგად გვაქ მოშიშვლებული მარა მაგათ დავუჭერთ,კონტრებზე გაგვიძვრებიან მაგრად. ვინც ცოტა ჩაუდგება მაგათ ბევრი გახსნის. მაგალითად მგონია რო ატლეტიკო გადაიხევს,საერთოდ ატლეს მაგარი გუნდი შეეკრა და გაიწევიან თასძე. თუ ვინგერი მოვიყვანეთ და გუნდოგანის ძალა არ გამოგვაკლდა დედის სახეს დავაფარებთ ორივეს. მარა გუნდო თუ წავიდა, ცენტრში კროოსივით იქნება,ძაან გაგვიჭირდება მგონი.ისეც ამ ტაქტიკით გვიჭირს ამოტანა/დაჭრრა.იმედია იზამენ რამეს რა,როკეც მიდისო,გუნდოც მიდისო და დავიჯერო არავინ მოჰყაბთ?…

  • Clever liar
    19 აგვ 2024, 14:29

    ციტატა: CHEPE
    კაი თუ ძმა ხარ რაა:დ:დ უმეტესი რანაირად ფაფხურობს თუ დააკვირდები თუნდაც ბელინგემის სტილი ვაფშე არ მომწონს იმენა რეალზე ზედგამოჭრილია უსახურობაში:დ:დ კროოსის არ ყოფნას და კაზემიროს საყრდენობას კაი ხანი ვერ ამოავსებს აი ეგაა ცენტრს ვერ იჭერს და ფაქტიურად შეტევაშიც დიდად არ გამოდის რამე მალიორკა რამდენჯერ გაექცა კონტრზე მარა რადგინდა დებილი ფეხბურთელებით სავსე კლუბებს რას გაუგებ თორე თავისუფლად შეეძლო მოგება მალიორკას😅😅😅


    ნუ მოგწონს არ მოგწონს კაი გვარიანად ყისმათა ფეხბურთელია ბელინგები, პლუს სულ სწორ დროს იცის ყოფნა სწორ პოზიციაზე და გინდა არ გინდა ვერ ჩამოწერ. ერთი რაც შეიძლება ყველაზე მეტად ჩვენს სასიკეთოდ წამოვიდეს, ეს იქნება ვინის და მბაპეს მოედნის ვერ გაყოფა და თავიანთი ზანგი ხასიათიდანაც გამომდინარე ეგ პრობლემა უკვე მალე უნდა წამოვიდე, თუარადა შეტევაში ყველაფერს გამოასწორებენ. რაც შეეხება კროოსის შემცვლელს ასე უქნიათ ვერასდროს ვერ მოუყვანიათ, გავწყდები ჯავრით 😀

  • AFRO10
    19 აგვ 2024, 14:06

    ციტატა: jacky iakovenko
    სუასერის პირველი თამაში ლიგაზე მახსოვს, პსჟ-ს ეთამაშებოდა ბარსა ….. პასს რო არავინ აძლევდა და მერე გაბრაზდა თვითონ ამოტენა სოლო 🤣


    მანდ დაუსრულა ზუსტად დავიდ ლუიზს კარიერა ლუისიტომ👑❤️😂

  • ggiiorgi
    19 აგვ 2024, 13:10

    ციტატა: CHEPE

    ციტატა: PUIOL5

    ციტატა: CHEPE
    ეუუ მბაპე ყავთ ბიჭოო და ვსოო კიი პირველი თამაშია ლალიგაში მაგრამ რეალს ბარსაზე უკეთესი რა ითამაშა?? მითუმეტეს სუპერთასზე ითამაშეს და მომზადებულიც უნდა ყოფილიყო
    ძაან კაი სულ ჩვენ ვკარგავდით ქულებს პირველ თამაშებში ესერთი და სხვა მრავალი სლეარ მადრიდს👌😅😅


    გეთანხმები, მაგრამ საქმე იმაშია,რომ რეალს გაცილებით დიდი პერპექტივა აქვს ვიდრე ბარსას, ეს არის ჩვენი რეალობა.


    ხო მაგრამ მე არ მომწონს რეალის ფეხბურთელები რაღაცნაირად თამაშობენ ბრაჰიმს დასცინიან მისი სტილი არ ვარგაო და აბა ბელინგემის და ვალვერდეს სტილია კაიი მიეცი გზა გაირბენს გაიტანს მაგაა რეალი აგერ მალიორკა დაუდგა ჟილკიანად პირველიცე ტურში გეგონება ქულების დაკარგვა არუნდათო გამოჩნდება აგერ მსაჯიც რამდენს მიეხმარება წელსაც და ბოლო წუთებს 8 10 12 დაუმატებს ყველაზე მეტად გუშინ მაგას ვაკვირდებოდი პროსტა ისეთი ცვლილებები გაკეთდა რომ საშიში არაფერი იყო და მიიყვანა მალიორკამ საქმე ქულამდე თავისუფლად შეეძლო მოგებაც


    ჩვენზე მაგარი გუნდი რო ყავთ ჯერჯერობით ფაქტია, მაგრამ მანდ ერთი პრობლემაა მბაპე და ვინიციუსიდან შუაში ვერცერთი თამაშობს და რომელიმეს უეჭველი მოუწევს შუაში თამაში და მანდ წავა მერე უკმაყოფილობები და არეულობები. იდეაში კი იყიდეს მბაპე ცენტრფორვარდად მაგრამ არც ეგრე მარტივადაა მანდ საქმე.