პეპ გვარდიოლამ მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მისი გუნდი “შეტევებში გაცილებით ნელი იყო, ვიდრე საერთოდ.” “ბარსამ” “ლას კარმენესზე” ადგილობრივ “გრანადას” მინიმალური ანგარიშით სძლია, 0:1. მწვრთნელმა განაცხადა: “ზოგჯერ, მატჩების ასეთი რაოდენობის დროს, ჩვენს ფეხებს ყველაფერი მარტივად არ გამოსდით.”
“ჩვენ არ ვიყავით საკმარისად სწრაფები პასებში. იყო ბურთთან ბევრი შეხება პასის გაკეთებამდე, რამაც თამაშის შენელება გამოიწვია. ჩვენ გაცილებით ნელები ვიყავით ბურთთან მიმართებაში.” – განმარტა გვარდიოლამ მატჩის შემდგომ გამართულ პრესკონფერენციაზე. “თერთმეტი კაცითაც კი, ისინი ვერ უახლოვდებოდნენ ჩვენს კარს და სწორედ ასეთი თამაში გვსურდა ჩვენ, თუმცა ბურთით ნორმალურად გადაადგილების ნაკლოვანებას განვიცდიდით. ზოგჯერ, მატჩების ასეთი რაოდენობის დროს, ჩვენს ფეხებს ყველაფერი მარტივად არ გამოსდით.” – დაამატა “ბლაუგრანას” მწვრთნელმა.
გვარდიოლამ ხაზი გაუსვა, რომ თავისი შეგირდები “შესანიშნავად აკონტროლებდნენ ბურთს” “გრანადასთან” მატჩში, რამაც “ბრწყინვალე როლი ითამაშა და მატჩი ძალიან კარგ დონეზე ჩაატარა.” მწვრთნელი ღელავდა საერთო ანგარიშზე, ვინაიდან “0:1-ის დროს შესაძლოა, მოხდეს ყველაფერი” და “მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ უდიდესი უპირატესობა გვქონდა, “გრანადა” ძალიან კარგი ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული”.