workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

error დღეს თამაშია!
MATCHDAY
ლა ლიგა schedule 23:55

ატლეტიკო

ატლეტიკო ლოგო
--:--
ბარსელონა ლოგო

ბარსელონა

arrow_forward მატჩ-ცენტრი
ჟოზე მოურინიომ ფენერბაჰჩეს გიუნდოგანი სთხოვა – თურქებმა მოლაპარაკებები უკვე დაიწყეს

ჟოზე მოურინიომ ფენერბაჰჩეს გიუნდოგანი სთხოვა – თურქებმა მოლაპარაკებები უკვე დაიწყეს

ფენერბაჰჩეს მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ კლუბს მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე ილქაი გიუნდოგანის შეძენა სთხოვა.

რეპუტაციული თურქული გამოცემის, Hurriyet-ის ინფორმაციით, სტამბულური კლუბის ვიცეპრეზიდენტმა, აკუნ ილიჯალიმ გერმანელი ფეხბურთელის ტრანსფერის თაობაზე მოლაპარაკებები უკვე დაიწყო.

ბარსელონა, სავარაუდოდ, 33 წლის მოთამაშის €25-30 მილიონად გაყიდვაზე უარს არ იტყვის. ასაკის ფაქტორის გარდა, კიდევ ერთი მიზეზი, რატომაც ბარსა მისი გაშვების დიდად წინააღმდეგი არ უნდა იყოს, ისაა, რომ, გავრცელებული ცნობებით, გიუნდოგანს თანაგუნდელებთან ცუდი ურთიერთობა აქვს.

თუმცა, ისიც აღსანიშნავია, რომ გასულ სეზონში ილქაი “ბლაუგრანას” საუკეთესო ნახევარმცველი იყო. მან 5 გოლი და 19 ასისტი მიითვალა და ტრავმა არ მიუღია.

ამასთან, ჰანსი ფლიკს ნახევარდაცვაში დიდი დანაკლისი აქვს – გავი, პედრი და ფრენკი დე იონგი ტრავმირებულნი არიან. შესაბამისად, გიუნდოგანისნაირი გამოცდილი ფეხბურთელის დაკარგვა გუნდისთვის კარგი არ იქნება.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (2)

  • nikusha
    schedule 06 აგვ 2024, 23:11

    გამოცდილი და კრეატიული ნახ მცველი მოუნდა მოუს?

  • nika 54
    schedule 06 აგვ 2024, 17:51

    ციტატა: Barca for life
    იმედია გამოვა ეს ამბავი.
    მარა მერე ალბათ ოლმოს უფრო მარტივად მოიყვანენ და ეგ პრობლემაა..არ გვჭირდება ოლმო!
    გიუნდო-რომეუს ნაცვლად ბერნალი, კასადო და ტორე ამოვლენ, იქეთ გავი დაბრუნდება, პლუს ლოპესი, დე იონგი, პედრი, ცალკე ლამასია გვყავს..
    საერთოდ არ იქნება პრობლემა თუ დაგვტოვებს, ისედაც ბებერია და ფულიც გვჭირდება.


    არავითარი პრობლემა არ იქნება, მომავალ წელს საერთოდ არაფერს აღარ შემოგვთავაზებენ. ამათ თუ არ იციან შეხედონ რეალს როგორ იცილებს მობერებულ ვარსკვლავებს.