workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ოქროს ბურთის” კანდიდატებს შორის 10 “ბარსელონელია”

“ოქროს ბურთის” კანდიდატებს შორის 10 “ბარსელონელია”

“ოქროს ბურთის” კანდიდატებს შორის “ბარსელონას” ფეხბურთელები დომინირებენ. 2011 წლის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის წოდებისთვის კატალონიური გრანდის 10 ფეხბურთელი იბრძოლებს. მათ შორის არიან მესი, ინიესტა, ჩავი, ფაბრეგასი, პიკე, პუიოლი, ვილია, ალვეში, ალექსისი და აბიდალი. აღსანიშნავია ისიც, რომ სწორედ “ბარსელონელებიდან” რომელიმეს უწინასწარმეტყველებენ “ოქროს ბურთის” მოგებას. შეგახსენებთ, რომ 2011 წელს “ლურჯ-ბროწეულისფრებმა” ესპანეთის ჩემპიონატი, ჩემპიონთა ლიგა, ევროპის სუპერთასი და ესპანეთის სუპერთასი მოიგეს.

 

მადრიდის “რეალიდან” ხუთი ფეხბურთელია წარმოდგენილი: იკერ კასილიასი, ხაბი ალონსო, მესუთ იოზილი, კრისშტიანუ რონალდუ და სამი ხედირა.

 

სიაში კიდევ ერთი ესპანელი, დავიდ სილვა მოხვდა. ფეხბურთელების ჩამონათვალში ასევე შევიდნენ: შვაინშტაიგერი, ლამი, გომესი, ტომას მიულერი, რიბერი, კლოზე, სნეიდერი, ვან პერსი, ვან დერ ვაარტი, რობენი, სამუელ ეტო’ო, კუნ აგუერო, ლუის სუარესი, დიეგო ფორლანი, ჩიჩარიტო, უეინ რონი, ნეიმარი და დი ნატალე.

 

საფეხბურთო კომიტეტის წევრებმა დაიწყეს ხმის მიცემა საუკეთესო 23 ფეხბურთელის გამოსავლენად. მათი სია 1 ნოემბერს France Football-ში გამოქვეყნდება. “ოქროს ბურთის” ნომინანტთა საუკეთესო სამეული 5 დეკემბერს გაირკვევა, ხოლო 2012 წლის 9 იანვარს, ციურიხში მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი გამოვლინდება.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward