ბარსელონას ყოფილმა ჩილელმა მეკარემ, კლაუდიო ბრავომ, ყოფილ თანაგუნდელსა და კონკურენტზე, მარკ-ანდრე ტერ შტეგენზე ისაუბრა.
“ტერ შტეგენმა გაანალიზა, რომ ჩემს დამარცხებას ვერ შეძლებდა. სპორტული თვალსაზრისით, მწვრთნელი სასტარტო შემადგენლობიდან ვერ ამომაგდებდა. პირველ 7 მატჩში, რომელიც ბარსას მაისურით ჩავატარე, ლა ლიგაში ზედიზედ 7-ჯერ შენახული კარით რეკორდი დავამყარე. როგორ შეიძლებოდა, მათ შევეცვალეთ? სადებიუტო სეზონშივე ჩემპიონები გავხდით, მე კი სამორას პრიზი მოვიგე და მხოლოდ 15 თუ 16 გოლი გავუშვი – ეს მნიშვნელოვანი მიღწევა იყო და ჩემს შესაცვლელად ვინმეს უფრო მეტი უნდა ექნა.
ისე ჩანდა, თითქოს კონფლიქტური სიტუაცია გვქონდა და მეგობრები არ ვიყავით, მაგრამ სინამდვილეში ყველაფერი პირიქით იყო. ლოგიკურია, რომ გამოცდილი და ახალგზრდა მოთამაშეების ხედვები ერთმანეთისგან განსხვავდება. რადგან მე უფრო გამოცდილი ფეხბურთელი ვიყავი, მევალებოდა, რომ სიტუაცია დამეწყნარებინა და დაძაბულობა არ შემექმნა. კონკურენცია ძალიან დიდი იყო და ყველა ყურადღებით უნდა ყოფილიყო, რომ მოთხოვნები დაეკმაყოფილებინა,” – განაცხადა ბრავომ.
ბრავო და ტერ შტეგენი კატალონიურ კლუბში თანაგუნდელები 2014-2016 წლებში იყვნენ. ამ დროის განმავლობაში ლა ლიგაში ბარსელონას კარს ჩილელი იცავდა, ჩემპიონთა ლიგაზე კი – გერმანელი. კლაუდიოს წასვლის შემდეგ კი მარკი გუნდში უპირობო ნომერ პირველი მეკარე გახდა.
ბრავო არ ვიცი გუნდიდან გამომდინარე იყო, თუ რატო, მაგრამ მართლად მაგრად იდგა. მაგ პერიოდში შტეგენსაც ჯობდა. უბრალოდ შტეგენი მომავლის მეკარე იყო და ფორმისთვის და ასევე მოტივაციისთვის ლიგაზე ათამაშებდნენ(ცუდი არ იყო, უბრალოდ იმ მომენტში ბრავო ჯობდა).
რა ლიგაზე შტეგენი იდგა? თასის თამაშებზე და მნიშვნელობა დაკარგულ თამაშებზე იდგა შტეგო, თორე ბრავო რო ნ1 იყო მაგ დროს არაა საკამათო მგონი.
სიტიში იმიტომ ჩაისვარა, რო ფეხით ვერ თამაშობდა ტერ-შტეგენის დონეზეც კი. გვარდიოლას კი ძალიან უყვარს ფეხით მოთამაშე მეკარე. ლიგაზე შტეგომ ბევრი სასწაული სეივი გააკეთა განსაკუთრებით ბაიერნთან თამაშში მახსოვს კარის ძელთან რო მკვდარი ბურთი ხაზიდან გამოიტანა. ნახტომში თითქოს გაიწელა, ისე ჩანდა.
ვინ იყიდის ამ მდგომარეობაში, გიჟის მეტი.
ხოდა მოიყვანეთ მამარდა არავიზე ნაკლებია პირიქით მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებულ მეკარეთა შორის იყოფს პირველ ადგილს თან 23 წლისაა გამოცდილებაც საკმარისი აქვს და იფიქრონ
ორივე მაშინ საუკეთესო იყო და ეს კონკურენციის დამსახურება გახდა… რაც ბრავო წავიდა და შტეგენმა ნახა რო არც მასზე კარგი და არც მისი დონის მოყავდათ გუნდში 🙂 ნელნელა მოუკლო! ამ ზაფხულს არა მარა მომავალ ზაფხულს თუ მოიყვანენ ვინმე ისეთს ვინც ცოტა ფეხებს აუკანკალებს კარგი იქნება
აი ეხლა ამის დაწერას და გამოქვეყნებას რა აზრი აქ? რამე სიახლე დაწერეთ ნიკოზე ან რამე სხვა ნახეთ რა კლაუდიო ბრავო,ვაბშე ეს პოსტი ვინმეს აინტერესებს😐😐
ეგ წავიკითხე ქართულ ფეისბუქ გვერდზე, მაგრამ მაგის გარდა სამწუხაროდ არსად შემხვედრია.
კარგია და ოლმოზე არაფერი ისმის?!!!
ბარემ დანიც და ნაკრების გიჟი ბავშვების ტრიო გვეყოლება- მერე ვითვალოთ გოლები და წლის ბოლოს ოქროს ბუცები::დდდ
პ.ს.:: ძალიან მეცოდება, მაგრამ ვფიქრობ ფატის თემა უკვე დაიხურა…
იმიტო იდგა ლიგაზე რო თუ არ მათამაშებთ წავალო, რაღაც მასეთი ულტიმატუმი ჰქონდა წაყენებული გუნდისთვის ტერ შტეგენს და ახალგაზრდა ნიჭიერი მეკარის დაკარგვა არ უნდოდათ და ამიტო დააყენეს ლიგაზე, საბოლოოდ თავი გამოიჩინა და მერე კი დაიმკვიდრა ადგილიც, მარა ბრავოს შედარებით დიდი ასაკი რო არ ჰქონოდო კაცმა არ იცის ვინ იდგებოდა და ვინ დარჩებოდა გუნდში, იმიტო რო ბრავოც კლასნი იყო
ნიკო გავიფორმეთ ის დათანხმდა შეთავაზებას 🤚🏻
ტრავმა მიიღო ფატიმ ვარჯიშზე ვისაც კი რამე იმედის ნაპერწკალი გქონდათ ეგეც ჩაგიქროთ ამ ბიჭმა მოსაშორებელია სასწრაფოდ აგერ ხო უნდოდა სევილიას ხო აახვევინონ მანდ
ესეც ჰაერს წამლავს 😅
ტვიტერზე წავიკითხე ფატი დაიმტვრაო ეგ თუ სიმართლეა მართლა არაფერი ეშველება მაგ ბიჭს და ჯობია ახლავე გაყიდონ
რა ლიგაზე შტეგენი იდგა? თასის თამაშებზე და მნიშვნელობა დაკარგულ თამაშებზე იდგა შტეგო, თორე ბრავო რო ნ1 იყო მაგ დროს არაა საკამათო მგონი.
ლა ლიგაში იყო მარტო ბრავო დლაშე ყველაგან შტეგენი იდგა ბრავოს მაგარი მეკარეობა არ გაიშვას არსად
Magrad mevaseboda bravo.
რა ლიგაზე შტეგენი იდგა? თასის თამაშებზე და მნიშვნელობა დაკარგულ თამაშებზე იდგა შტეგო, თორე ბრავო რო ნ1 იყო მაგ დროს არაა საკამათო მგონი.
ლიგაზე ტერ-შტეგენი იდგა კარში, შეგიძლია შეამოწმო ლაინაფები იმდროინდელი.
ბრავოს მაგარი სეზონი ქონდა ფაქტია
რა ლიგაზე შტეგენი იდგა? თასის თამაშებზე და მნიშვნელობა დაკარგულ თამაშებზე იდგა შტეგო, თორე ბრავო რო ნ1 იყო მაგ დროს არაა საკამათო მგონი.
15 თუ 16 არა 21 გავუშვით და ეგეთი მაგარი თუ იყავი ლიგაზე რატო იდგა შტეგენი შეჩემაა ან მერე სიტიში რატო ჩაისვარე ეგრეეე😀