მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
გრანადაში დაბრუნება 35 წლის შემდეგ

გრანადაში დაბრუნება 35 წლის შემდეგ

ბოლოს, როცა “ბარსა” გრანადას ეწვია, კატალონიელებმა იმარჯვეს ანგარიშით 0:2, რექსაჩისა და მარსიალას გოლების წყალობით.

 

“ბარსა” დღეს პრიმერას ერთ-ერთ აუთსაიდერს ეწვევა. ჩემპიონატის 8 ტურის განმავლობაში “გრანადამ” მხოლოდ 5 ქულის მოგროვება შესძლო და ყველა მათგანი სახლში თამაშისას მოიპოვა. გუნდმა ქულებს თავი მოუყარა “ვილიარეალთან” გამარჯვებითა და “ოსასუნასა” და “ატლეტიკოსთან” გაგორებული ფრის წყალობით.

 

გრანადაში “ბარსელონას” ბოლო ვიზიტის შემდეგ უამრავი რამ შეიცვალა. აღნიშნული თარიღიდან 35 წელი გავიდა. ამ პერიოდის განმავლობაში “ბარსამ” პრიმერა 12-ჯერ მოიგო. კატალონიელებისა და გრანადელების ბოლო დაპირისპირებისას კი, ხანსა ვაისვაილერას “ბარსელონამ” მასპინძლები დაამარცხა, ანგარიშით 0:2.

 

გამარჯვება მეორე ტაიმში

1975/76 სეზონში ვაისვაილერამ “ბარსას” მწვრთნელის პოსტზე რინუს მიხელსი შეცვალა და იმ წელს კატალონიელებმა ვერცერთი თასი ვერ აღმართეს. პრიმერაში “ლურჯ-ბროწეულისფრები” მეორე ადგილს დასჯერდნენ. “გრანადასთან” მატჩში მონაწილეობა მიიღეს მორამ, მიგელიმ, კოსტასმა, ალბადალეხომ, მარსიალმა, ნეესკენსმა, ასენსისმა, რექსაჩმა, კრუიფმა და ფორტესმა. სტუმრებს გამარჯვება მეორე ტაიმში, რექსაჩისა და მარსიალას ზუსტმა დარტყმებმა მოუტანეს.

 

დაპირისპირებების ისტორია

“ბარსა” და “გრანადა” ერთმანეთს 34-ჯერ დაუპირისპირდნენ. აქედან კატალონიელებმა 26-ჯერ იმარჯვეს, ოთხჯერ გააგორეს ფრე, ხოლო ოთხჯერაც დამარცხდნენ. საშინაო შეხვედრებში “ბლაუგრანას” გამარვების 100%-ანი მაჩვენებელი აქვს, ხოლო “გრანადას” მოედანზე მათ 9-ჯერ სძლიეს მასპინძლებს, 4-ჯერ ითამაშეს ფრე და ოთხი შეხვედრა დათმეს. ბოლოს “ბარსელონა” “გრანადასთან” 1971-72 სეზონში დამარცხდა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში