პეპ გვარდიოლამ, ესპანეთის ჩემპიოატის მომდევნო ტურის მატჩისთვის მოსამზადებელ ვარჯიშზე, პირველი გუნდი 17 და “ბარსა ბ”-ს ორი ფეხბურთელი გამოიძახა. პუიოლი, სიფრთხილის მიზნით, კვლავ განაცხადს მიღმა დარჩა.
“ბარსელონას” 19 ფეხბურთელი გაემგზავრება გრანადაში, ლა ლიგის მეათე ტურის მატჩის ჩასატარებლად, “ლოს კარმენეს” სტადიონზე. ფეხბურთელების განაცხადი პირველი გუნდის 17 ფეხბურთელს მოიცავს, რომლებსაც დახმარებას “ბარსა ბ”-ს მონტოია და კუენკა გაუწევენ. პუიოლი, აფელაი, პიკე და ალექსისი შეხვედრაში მონაწილეობას არ მიიღებენ.
“ბარსელონას” ექსპედიცია გრანადაში სამშაბათს დილით გაემგზავრება. გამგაზვრებამდე მათ დღეს დილით ვირჯიში გამართეს “სიუტატ ესპორტივას” ბაზაზე. სრული დატვირთვით ივარჯიშეს გუნდის 17-მა ჯანმრთელმა ფეხბრთელმა. კვირის მსგავსად, პიკემ გუნდთან ერთად სამუშაოს ნაწილი ჩაატარა. რაც შეეხება პუიოლსა და ალექსისს, ისინი კვლავ განცალკევებით ვარჯიშობდნენ. გუნდის შესავსებად სამწვრთნელო შტაბმა კუენკას, მონტოიასა და ბარტრას უხმო.
“გრანადასთან” მატჩის განაცხადი: ვალდესი, პინტო, ალვეში, ფაბრეგასი, ჩავი, ვილია, ინიესტა, მესი, ტიაგო, მასკერანო, კეიტა, ბუსკეტსი, პედრო, მაქსველი, ადრიანო, აბიდალი, ფონტასი, მონტოია და ისააკ კუენკა.











