მიმდინარე კვირას ”ბარსელონას” პრიმერაში 2 მატჩის გამართვა მოუწევს. ხვალ სტუმრად გუნდი ”გრანადასთან” ითამაშებს, შემდეგ კი შინ ”მალიორკასთან”.
პეპ გვარდიოლას გუნდს დატვირთული კვირა ელის. სამშაბათს პრიმერას მე-10 ტური გაიმართება, სადაც კატალონიელები გასვლით მატჩში ”გრანადას” შეხვდებიან. შაბათს კი ”ნოუ კამპზე” სტუმრად ”მალიორკა” ჩავა. გთავაზობთ მიმდინარე კვირის გრაფიკს:
ორშაბათი, 24 ოქტომბერი: ბოლო ვარჯიში ”გრანადასთან” მატჩამდე. ვარჯიში 13 საათზე სიუტატ დეპორტივაზე ჩატარდება. სესიის შემდეგ პეპ გვარდიოლა ჟურნალისტების წინაშე წარსდგება.
სამშაბათი, 25 ოქტომბერი: 11:15 საათზე ”ბარსელონა” ”ნოუ კამპიდან” ”პრატის” აეროპორტში გაემგზავრება. გრანადასთან მატჩი 22 საათზე დაიწყება.
ოთხშაბათი, 26 ოქტომბერი: მატჩის დასრულების შემდეგ გუნდი სახლში დაბრუნდება. მეორე დღეს კი 14 საათზე ვარჯიში გაიმართება.
ხუთშაბათი, 27 ოქტომბერი: გვარდიოლა შეგირდებს დასვენების უფლებას მისცემს.
პარასკევი, 28 ოქტომბერი: ჩემპიონი გააგრძელებს ”მალიორკასთან” გასამართი მატჩისთვის მზადებას. ვარჯიში 13 საათზე დაიწყება. სესიის დასრულების შემდეგ მთავარი მწვრთნელის პრეს-კონფერენცია გაიმართება.
შაბათი, 29 ოქტომბერი: როგორც წესი, საშინაო მატჩის წინ ”ბარსა” ”ნოუ კამპზე” ბოლო ვარჯიშს გამართავს. ის 13:30 საათზე დაიწყება, სადაც ბოლო დეტალები გაიხილება. ”მალიორკასთან” მატჩი22 საათზე დაიწყება.
კვირა, 30 ოქტომბერი: მოდუნების დრო არ არის.”ბარსა” კიდევ ერთ ვარჯიშს გამართავს, რომელიც 13 საათზე გაიმართება. ვარჯიში აუცილებელია, რადგან შემდეგ სამშაბათს გუნდს ჩემპიონთა ლიგის გასვლითი მატჩი აქვს სათამაშო ”ვიქტორია პლზენთან”.
დროები მითითებულია თბილისის დროით



