მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ალვეში: “ყველაფრისთვის ბრძოლაა საჭირო”

ალვეში: “ყველაფრისთვის ბრძოლაა საჭირო”

ბრაზილიელი მცველი მიიჩნევს, რომ “სევილიასთან” მატჩის შედეგი საუკეთესო დემონსტრაციაა იმის, რომ “ყველაფრისთვის ბრძოლაა საჭირო და ეს ძალიან რთულია”. ალვეშმა განაცხადა: “”ბარსა” ყოველთვის იქნება დიდებული გუნდი, მოიგებს ის, ფრეს ითამაშებს თუ წააგებს.”

 

მიუხედავად იმისა, რომ გვარდიოლას გუნდს ძალიან ბევრი საგოლე მომენტი ჰქონდა, მატჩი “სევილიასთან” “კამპ ნოუზე” მაინც ნულოვანი ფრით დასრულდა. დანი ალვესმა აღიარა: “შეხვედრამ ფეხბურთელებს უსიამოვნო შეგრძნება დაუტოვა“. მან დაამატა: “ყველაფერში უნდა ვეძებოთ პოზიტივი. ეს ფეხბურთია და წინააღმდეგობები უნდა გადავლახოთ.“

 

მცველმა აღნიშნა, რომ ასეთ შედეგებს თვითშეფასების დაქვეითება არ მოჰყვება: “ყველაფრისთვის საჭიროა ბრძლა და ეს ძალიან რთულია, თუმცა მარცხი არანაირად არ მოქმედებს ჩვენს თვითშეფასებაზე. ჩვენ დიდებული გუნდი ვართ, მოვიგებთ მატჩს, ფრეს ვითამაშებთ, თუ წავაგებთ. ამ მომენტამდე ამის დემონსტრირებას დაუღალავად ვახდენდით და ერთი ცუდი შედეგი არაფერს ცვლის.“

 

დანი ალვესი მიიჩნევს: ““სევილია” ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია დაცვაში, რომელიც ამ სტადიონს სტუმრობდა. მათ ფანტასტიკური სამუშაო ჩაატარეს. არ დაგვიტოვეს სივრცეები მანევრებისთვის, გვირთულებდნენ მოედანზე გადაადგილებას. მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენ მაინც უამრავი საგოლე მომენტი შევქმენით. ასეთია ფეხბურთი.”

 

მეტოქის თამაშის ანალიზისას, ალვეშმა განაცხადა: “ეს პრიმერას ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია. საბოლოოდ ის კარგ შედეგს მიაღწევს. ასეთი გუნდები გვაჩვენებენ, რომ ეს ჩემპიონატი მხოლოდ ორი გუნდის არ არის. გამარჯვება სულ უფრო და უფრო ძნელი ხდება, მაგრამ ეჭვი არ მეპარება იმაში, რომ სეზონს პირველ ადგილზე დავასრულებთ.”

 

უარჰყოფს სესკის რასისტულ გამონათქვამებს

თამაშის დამატებულ წუთებზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ალვეშმა განაცხადა, რომ სესკი არ მისცემდა თავს უფლებას, კანუტეს მისამართით რასისტული გამონათქვამების გამოეყენებინა. “არის მომენტები, როცა წყობიდან გამოდიხარ, მაგრამ დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ სესკს რასისტული გამონათქვამები არ გამოუყენებია. ის თავის თავს ასეთი რამის უფლებას არასდროს მისცემს.”

ალვეშმა დაამატა: “ახლა მოდაში შემოვიდა ასეთი გაგება: მე შენ თავს გესხმი იმიტომ, რომ შენ ჩემს პროვოცირებას ახდენ. მე რომ ყველა პროვოკაციას გამოვესარჩლო, ვერცერთ მატჩს ბოლომდე ვერ ჩავატარებდი. “

“რეალთან” დაკავშირებით ბრაზილიელმა მცველმა თქვა: ““რეალი” ახლა ლიდერებს შორისაა და ცხადია, რომ კმაყოფილი უნდა იყოს, თუმცა კიდევ ბევრი დროა დარჩენილი და შესაძლოა, რომ ყველაფერი მოხდეს.”

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში