მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მესი და ვილია – ”სევილიას” სასჯელი

მესი და ვილია – ”სევილიას” სასჯელი

მესი და ვილია ანდალუსიური გუნდის სპეციალისტებად ითვლებიან. ორივე მათგანს ”სევილიასვის” 26 გოლი აქვს გატანილი.

”ბარსა” კარგად უმკლავდება ”სევილიას”. განსაკუთრებით ეს ლეო მესის და დავიდ ვილიას ეხებათ, რომლებიც იტანენ და იტანენ მათ კარში გოლებს. ”სევილია” მათი საყვარელი ”კერძია”, იქნება ეს ”ბარსას” რიგებში ლეო მესისთვის, თუ დავიდ ვილიასთვის ”ვალენსიას” და ”სარაგოსას” რიგებში.

საუკეთესო მაგალითი გასულ სეზონში ”ნოუ კამპზე” ამ გუნდების დაპირისპირებაა, რომელიც 5:0 დასრულდა. იმ მატჩში დუბლი შეასრულეს მესიმ და ვილიამ, ერთი გოლი კი ალვეშის ანგარიშზეა.

ლეომ ”სევილიას” კარში 10 გოლი პრიმერას მატჩებში, ხოლო 3 ესპანეთის სუპერთასზე გაიტანა. მეტი გოლი მისგან მხოლოდ ”ატლეტიკოს” აქვს გაშვებული. ვილია ასევე ”სევილიას” სპეციალისტად ითვლება. სწორედ ამ გუნდების შარშანდელ მატჩში შეწყდა მისი უგოლო სერია. ”სარაგოსას” რიგებში თამაშისას 2003-04 სეზონში დავიდმა ”სევილიას” კარში 4 გოლი გაიტანა, მატჩი კი 4:4 დასრულდა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში