მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჩავი: “იმედი მაქვს, კარიერას “ბარსაში” დავასრულებ”

ჩავი: “იმედი მაქვს, კარიერას “ბარსაში” დავასრულებ”

ესპანეთის ეროვნული ნაკრებისა და კატალონიის “ბარსელონას” “ხერხემალმა”, ჩავი ერნანდესს, იმედი აქვს, რომ სწორედ იმ კლუბში დაკიდებს ბუცებს ლურსმანზე, რომელშიც ახლა ასპარეზობს. იტყობინება გავლეიანი ესპანური გამოცემა “მარკა”.

 

აღსანიშნავია, რომ ჩავი თავისი კლუბის ერთგულია მთელი თავისი საფეხბურთო კარიერის განმავლობაში: “რაც მახსოვს, სულ “ბარსაში” თამაშზე ვოცნებობდი. მე ოცნება ავიხდინე. რა თქმა უნდა, მე უამრავი მოგონება მაკავშირებს ამ კლუბთან. ერთ-ერთი მათგანია დებიუტი პირველ გუნდში, გამოსვლა “კანტერის” მატჩებში და ოცნებები იმაზე, რომ მეთამაშე მთავარ გუნდში. ვფიქრობ, ახალგაზრდებისთვის ახლა ბევრად მარტივია პირველ გუნდში მოხვედრა, რადგანაც პეპ გვარდიოლა ამის შანსს ყველას აძლევს. ჩემ დროს ეს ბევრად რთული იყო. იმედი მაქვს, კარიერას “ბარსელონაში” დავასრულებ. სხვა გუნდში საკუთარი თავი ვერ წარმომიდგენია”. დაასრულა ჩავიმ.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში