ლეგენდარული არგენტინელი სპეციალისტი, სესარ ლუსი მენოტი, რომელიც ბარსელონაშიც მუშაობდა, 85 წლის ასაკში გარდაიცვალა.
საფეხბურთო კლუბი ბარსელონა სესარ ლუის მენოტის გარდაიცვალების გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს.
მშვიდად განისვენე.
– წერს კატალონიური გრანდი სოციალურ ქსელში.
FC Barcelona deeply regrets the passing of former Barça coach, César Luis Menotti.
Rest in peace. pic.twitter.com/cvtGS01zHi
— FC Barcelona (@FCBarcelona) May 5, 2024
მენოტი ბარსას 1983-1984 წლებში წვრთნიდა. მან კატალონიურ კლუბთან ერთად ესპანეთის თასი (1982/83) და ესპანეთის სუპერ თასი (1983/84) მოიგო.
სესარის მთავარი მიღწევები არგენტინის ნაკრებს უკავშირდება, სადაც ის 1974-1983 წლებში მუშაობდა. მენოტი “ალბისელესტესთან” ერთად 1978 წელს მსოფლიო ჩემპიონი გახდა, 1 წლის შემდეგ კი პლანეტის საუკეთესო გუნდი არგენტინის 20-წლამდელთა ნაკრებიც გახადა. 2019 წლიდან ლუისი არგენტინის ფეხბურთის ფედერაციაში დირექტორის პოზიციას იკავებდა.
თამაშის მანძილზე, თვითონვე უთქვია 2 კოლოფ სიგარეტს ვეწევიო, კიდევ დიდხანს გაუძლია.
ჩემპიონატის დროს ოთხ კოლოფს ეწეოდა დღეში, წაკითხული მაქვს ადრე სადღაც წიგნში.
აცხონოს უფალმა.
რა კარგად მახსოვს ეს მსოფლიო ჩემპიონატზე 1978 წელს არგენტინაში, მთელი არგენტინული პრესა ლანძღავდა რო 18 წლის მარადონა მუნდიალზე არ წაიყვანა. სამაგიეროდ ჩემპიონატის შემდეგ მარტო მაგის ქებაში იყვნენ რო კემპესი ამჯობინა მარადონას. თუმცა მანამდეც ამბობდა რო მარადონა ძალიან ახალგაზრდა იყო იმ დროისთვის.
თამაშის მანძილზე, თვითონვე უთქვია 2 კოლოფ სიგარეტს ვეწევიო, კიდევ დიდხანს გაუძლია.