workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ფაბრეგასი შაბათს თამაშისთვის მზადაა

ფაბრეგასი შაბათს თამაშისთვის მზადაა

“სევილიასთან” მატჩისთვის მოსამზადებელ ბოლოს წინა ვარჯიშზე, სესკს ექიმებმა სასიხარულო ინფორმაცია ამცნეს. ნახევარმცველი, რომელმაც ტრავმის გამო გუნდის სამი მატჩი გამოტოვა, უკვე გამოჯანმრთელდა და შაბათს შეხვედრისთვის სრულ მზადყოფნაშია. ალექსის და პიკე კვლავ განცალკევებით ვარჯიშობდნენ.

 

სესკ ფაბრეგასი კვლავ ფორმაშია. პირველ ოქტომბერს მიღებული ტრავმის შემდეგ, დღეს მას ექიმებმა თამაშის ნებართვა პირველად დართეს. ამ ხნის განმავლობაში მან გამოტოვა “ბარსელონას” სამი თამაში (“”სპორტინგი”, “რასინგი”, “ვიქტორია”) და ორი სანაკრებო ბატალია.

 

სესკის დაბრუნების შემდეგ “ბარსელონას” ლაზარეთში რჩებიან პიკე, აფელაი და ალექსისი. ტრავმის მიღებამდე ფაბრეგასი შესანიშნავ ფორმაში იყო, გაიტანა რა 5 გოლი 9 შეხვედრაში. გარდა ამისა, მას დამატებითი შესაძლებლობების მიცემა შეეძლო მწვრთნელისთვის მოედნის ცენტრის დალაგებისას.

 

სესკის გარდა დღეს “სიუტატ ესპორტივაზე” 19 ფეხბურთელი იყო, მათ შორის ისააკ კუენკა “ბარსა ბ”-დან. კუენკას დებიუტი ევროპულ ტურნირზე ოთხშაბათს, “ვიქტორია პლზენის” წინააღმდეგ თამაშისას შედგა. ალექსისი და პიკე კვლავ აგრძელებენ აღდგენით ვარჯიშებს.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward