სანაკრებო პაუზის შემდეგ პირველი გუნდი ჩავის განკარგულებაშია, თუმცა როგორც Mundo Deportivo იტყობინება, რონალდ არაუხომ და ანდრეას კრისტენსენმა, შესაძლოა, “ლას პალმასთან” შეხვედრა გამოტოვონ.
“ბლაუგრანას” დაცვით დუეტს მცირე ფიზიკური დისკომფორტი აქვთ, ხოლო სამწვრთნელო შტაბმა სიფრთხილის ზომების მიღება გადაწყვიტა და, დიდი ალბათობით, ფეხბურთელები “ლას პალმასთან” დაისვენებენ. აღსანიშნავია, რომ რონალდ არაუხო ურუგვაის ნაკრებიდანაც ადრე დაბრუნდა გადაღლილობის გამო.
თავის მხრივ, ჩავიმ მათ შემცვლელებად პირველ გუნდთან სავარჯიშოდ მიკაილ ფაიესა და მამადუ მბაკეს უხმო “ბარსა ატლეტიკიდან”.
დაასვენოს ორივე. კუნდე-კუბარსი დადგებიან და კანსელუ-ფორტი ჩაიბარებენ ფლანგებს, ასე მგონია.
იმედია კიდევ რაღაც სასწაულს არ მოიგონებს ჩავი. დააყენოს ვინც ჯანმრთელია გამოცდილებიდან და თუ საქმე კარგად წავიდა მეორეში გამოყაროს ახალგაზრდები.
კუბარსი ფაიე მოსინჯოს იქნებ, ხო ძაან საიტერესოა ამ ორის თამაში, ერთმა გვაჩვენა უკვე ვინცაა და ფაიეზე მეტს თუ გავიგებთ მშვენიერი იქნება❤️ ისე ძაან რთული მონაკვეთი იწყება ჩვენთვის თამაშების მხრივ, მოგებით უნდა დაიწყონ და ამ საკვანძო მონაკვეთში კარგი დადონ.
აკი ჩავიმ მზად არის არაუხოო?
კუბარსი-ინიგო დადგებიან მაშინ
ფაიე – კუბარსი დააბეტონებენ ცენტრს.