“ბარსელონას” ამომავალი ვარსკვლავი პაუ კუბარსი უფრო და უფრო მეტ ყურადღებას იქცევს. 17 წლის ტალანტი, ესპანეთის ნაკრებში დებიუტის შემდეგ, ლა ლიგის მარტის თვის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დაასახელეს.
ლა ლიგის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, კუბარსი 23-წლამდელთა შორის ესპანეთის ჩემპიონატის მარტის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. მან გიორგი მამარდაშვილს (ვალენსია), ალექს ბაენას (ვილიარეალი), ბენიატ პრადოსსა (ბილბაო) და ედუარდო კამავინგას (რეალ მადრიდი) აჯობა.
ახალგაზრდა ცენტრალურმა მცველმა ამ თვეში ჩატარებულ ლა ლიგის სამივე მატჩში ითამაშა. მან მოედანზე 256 წუთი გაატარა და ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა.
ესპანელი უკანახაზელი “ბარსას” პირველ გუნდში ცოტა ხნის წინ გამოჩნდა და გულშემატკივრების გულების მოგება მალევე მოახერხა. მისი დებიუტი 18 იანვარს “უნიონისტასთან” გამართულ შეხვედრაში შედგა.
ნამდვილად უძლიერესი მცველი გვეზრდება, თან ასკთან შედარებით როგორი სერიოზულია და როგორი დაკვირვებით თამაშობს, თითქოს ასეც უნდა იყოს.
მამარდაშვილმა ამ თვეში ორი პენალტი მოიგერია. რავიცი, რავიცი…