Corriere dello Sport იტყობინება, რომ “ნაპოლის” პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი თავის ფეხბურთელებს 10 მილიონი ევროს ბონუსს დაჰპირდა, თუ იტალიელები 2025 წლის მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე გასვლას შეძლებენ.
აღსანიშნავია, რომ ამისი აუცილებელი პირობა, თავის მხრივ, ჩემპიონთა ლიგაზე “ბარსელონას” დამარცხებაა. ამრიგად, “ნაპოლის” პრეზიდენტმა თამაშის წინ თავის ფეხბურთელებს მატერიალური მოტივაცია მისცა. აღსანიშნავია, რომ მეოთხედფინალში გასულ გუნდს UEFA-სგან 10.6 მილიონიც შეხვდება.
“ბარსელონა” იტალიის ჩემპიონებს სამშაბათს, თბილისის დროით 23:55 საათზე დაუპირისპირდება. წინა შეხვედრა კლუბებს შორის 1-1 დასრულდა.
ხო ლაპორტაც აპირებს დააჯილდოოს გუნდი მოგების შემთხვევაში, იმ 10-ს ჩემი ჯიბიდან ერთი მაგდენს დავუმატებო უთქვავს სადღაც გასაიდუმლოებულ ლაპარაკში.
თერთმეტსაც კი არ დაპირდა ეს "ათლახი ეს)
აბა რას იზამენ.
იცის რო ეს ნაპოლი ლიგის მომგები არაა და ამისი რა მიდის დაპირდა რა 😂😂😂
სტატიას მაგარი სურათი ადევს 🤣🤣