კატალონიის “ბარსელონას” მთავარი მწვრთნელი, პეპ გვარდიოლა, აცხადებს, რომ ისინი დიდი სერიოზულობით ეკიდებიან მატჩშ “ვიქტორია პლზენთან”. შეგახენებთ, რომ აღნიშნული გუნდი ჩეხეთის ჩემპიონია.
პეპ გვარდიოლა ესწრებოდა იმ პრეს-კონფერენციას, რომელსაც ლეო მესი მართავდა, ხოლო შემდეგ თვითონაც რამდენიმე სიტყვა თქვა მოახლოებულ მატჩზე. შეხვედრა დღეს, თბილისის დროით 22 საათსა და 45 წუთზე გაიმართება. კატალონიელმა სპეციალისტმა განაცხადა, რომ ხალხმა ბევრი რამ არ იცის ჩეხური კლუბის შესახებ, იმიტომ, რომ ისინი პირველად არიან ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე, მაგრამ ძალიან კარგად ასაპრეზობენ. მწვრთნელმა კარგად იცის, რაოდენ რთული შეიძლება გამოდგეს ეს მატჩი და განაცხადა: “ჩვენთვის მნიშვნელოვანია მეორე მატჩის მოგება. ეს კვალიფიკაციას აგვიმაღლებს. პირველი შეხვედრა “კამპ ნოუზე” კარგი იქნება მათ გასაცნობად და შესასწავლად, რათა მეორე მატჩს შოკისმომგვრელი რამ არ მოჰყვეს”.
მესის ევოლუცია
პეპ გვარდიოლამ განაცხადა, რომ ლეო მესი არის ფეხბურთელი, რომელიც მუდმივად პროგრესს განიცდის: “ყველას აქვს საკუთარი გზა ცოდნის გაღრმავებისა. ლეომაც იპოვა ეს გზა და ახლა წარმატებით აბარებს ტესტებს. ის, რაც ჩვენ უნდა გავაკეთოთ, არის ის, რომ მაქსიმალურად დიდხანს ვამყოფოთ ბურთთან საუკეთესო ფეხბურთელები. მესი საკუთარ თავთან მუშაობს და ყველაფერს ბრწყინვალედ აკეთებს”.
ხარისხი “ლა მასიაში”
ხუთშაბათს, საღამოს 22:00 საათზე (თბილისის დროით) გაიმართება ახალი “ლა მასიას” ინაუგურაცია “სიუდად ესპორტივაზე”. გვარდიოლამ, რომელიც ამ დაწესებულებაში აღზარდა, განაცხადა: “ახალი შენობა მეტყველებს იმაზე, თუ როგორი ისტორია გვქონდა და ახლა უმაღლეს ხარისხს მივღწიეთ. კლუბმა ბრწყივნალე “მასია” შექმნა”.
[media=http://www.youtube.com/watch?v=4W1HvokBXZ0]



