ლეო მესიმ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, რომ მას მხოლოდ გუნდური ტიტულები ანაღვლებს და არა ინდივიდუალური. მისი თქმით, იგი ძალიან “მშიერია” და სურს განაგრძოს “ბარსელონას” ისტორიის შექმნა.
არგენტინელი არ ანიჭებს უპირატესობას ინდივიდუალურ პრიზებს და არ ეთანხმება პაექრობას თავისსა და კრისტიანო რონალდოს შორის: “ასეთი რაღაცებით მხოლოდ ჟურნალისტები არიან დაკავებულნი, მე და კრისტიანო არ ვქიშპობთ. მხოლოდ გუნდის წარმატებასა და გამარჯვებაზე ვფიქრობ”.
ახლოს სეზარის რეკორდთან
მას შემდეგ, რაც ლიონელ მესიმ გადაასწრო გოლების რაოდენობით ლადისლაუ კუბალას, მხოლოდ 39 გოლი აშორებს კლუბის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირობამდე. მას მხოლოდ სეზარი უსწრებს: “სეზარის რეკორდის დამხობა არ არის ჩემი მიზანი. გოლების გატანა მიხარია არა იმიტომ, რომ რეკორდები დავამხო, არამედ გუნდს დავეხმარო გამარჯვებაში. სწორედ ამით ვარ დაინტერესებული, რადგანაც მსურს კლუბის ისტორია შევქმნა. ჩვენ უკვე მოვახერხეთ ეს, მაგრამ კიდევ მეტი გვსურს”.
პენალტების საჭიროება
“ბარსელონას” ჯერ არ დაურტყამს პენალტი მიმდინარე სეზონში, მიუხედავად იმისა, რომ 4 ძალიან აშკარა დარღვევა მოხდა ლიონელ მესის წინააღმდეგ. ფეხბურთელის თქმით, იგი არ არის ამაზე კონცენტირებული: “ასეთი თამაშები ძალიან სწრაფ ტემპში მიმდინარეობს და რთულია ყველაფერი შენიშნო, ამიტომაც ამაზე ყურადღებას არასდროს ვამახვილებთ. რაც უფრო მეტს ვილაპარაკებთ, მით უფრო გავურთულებთ მსაჯებს საქმეს, მოდი, ვაცადოთ მათ საკუთარი სამუშაოს შესრულება”.
ახალი “ლა მასია” და ბოიანის ბიძაშვილი
ახალი “ლა მასიის” შენობა ხუთშაბათს იხსნება. ლეო მესიმ გაიხსენა პატარაობს წლები: “მე რეზიდენციაში არ ვცხოვრობდი, მაგრამ ყოველდღე იქ მივირთმევდი საჭმელს და უამრავი კარგი მოგონება მაკავშირებს მასთან. ისინი ყოველთვის მეხმარებოდნენ ადაპტაციაში და გახარებული ვარ ახალი შენობის აგებით, ეს ბრწყინვალეა, შეუდარებელი”. ლეო ორიოდე სიტყვით შეეხო მის ნათესაობას ბოიან კრკიჩთან: “მე განცვიფრებული ვარ თქვენს(ჟურნალისტების) მიერ გამოქვეყნებული სტატიით, თუმცა ამის შესახებ ბოიანთან არ მისაუბრია”. დაასრულა მან.
[media=http://www.youtube.com/watch?v=Plx0RAG822k]



