მიმდინარე სეზონში “ბარსელონაში” ტრავმიანობა ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა. ამ მომენტისთვის, გუნდის 3 მნიშვნელოვანი ფეხბურთელი – გავი, პედრი და ფრენკი დე იონგი ლაზარეთში არიან.
ჩავი ერნანდესს ნახევარდაცვის გაძლიერება “ლა მასიელებით” მოუწევს. ერთ-ერთი საინტერესო ვარიანტი ნოა დარვიხია – 17 წლის გერმანელი, რომელიც “ბარსამ” გასულ ზაფხულში “ფრაიბურგიდან” €2.5 მილიონად შეიძინა და კონტრაქტში გამოსასყიდ თანხად €1 მილიარდი ჩაუწერა, მაგრამ, როგორც ჩანს, პირველ გუნდში მისი დებიუტი ჯერ არ შედგება.
Sport-ის ინფორმაციით, კატალონიური გრანდი დარვიხთან დაკავშირებით სიფრთხილეს იჩენს და, ტრავმების მიუხედავად, მის დაწინაურებას ჯერ არ აპირებს. კლუბი გეგმავს, ნოა რონალდ არაუხოს გზაზე დააყენოს, რომელიც 2 წელი სარეზერვო გუნდში ასპარეზობდა, “ბარსელონას” ფილოსოფია სრულად გაითავისა, შემდეგ კი პირველი გუნდის უცვლელ წევრად იქცა.
შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ დარვიხი ძალიან იმედისმომცემი ტალანტია, პირველ გუნდში ჯერ ვერ ვიხილავთ.




მიზეზი, რატომაც ჩავი ერნანდესი ნოა დარვიხს არ აწინაურებს
დიდი ბოდიში ავტორთან, მაგრამ რანაირი ქართულია ეს წინადადება.
ხო შეიძლება უფრო ქართულად, და გამართულად დაწეროთ:მაგ: "რატომ არ აწინაურებს ჩავი ნოა დარვიხს" ან ასე
"რა მიზეზით არ აწინაურებს ჩავი ნოა დარვიხს" , ან ასე: "მიზეზი ნოა დარვიხის არდაწინაურებისა, ჩავის მხრიდან"
კიდევ ათობით დაწყობილი წინადადების დაწერა შეიძლება, მაგრამ ის რასაც ავტორი წერს არის ქართული ენის ან არცოდნა, ანაც მისი უპატივცემულობა.
მიზეზი ის არის რომ ესპანელი და კატალონიელი არ არის ჰოდა წავა ესეც ერთ ორ წელიწადში
მთავარია რომეუ ხომ შემოჰყავს როცა შეტევაა გასაძლიერებელი.
ხო ეგრე აპირებენ და მერე ტიკი-ტაკასაც აუხსნიან 24-25 წლისები რო გახდებიან.
ჰო მარტო დარვიხისთვუს შანსის არ მიცემაა პრობლემა აპა რაა 😀 სხვებს ხო სულ ათამაშებს ფერმინი რომელიც საკმაოდ ბევრ გუნდში მიიღებდა ამაზე 5ჯერ მეტ სათამაშო პრაქტიკას არც იყენებს ბ გუნდიდან რამდენს შეუძლია რომ ელემენტარუკი ნაპოლის ფარჩაკ ნახევარ დაცვას მაინც აჯობოს
ძაან მაგარი ლოგიკით მოძრაობენ მეტი რო არ შეიძლება ისეთი ეხლაა კაკ რაზ ის დრო რო სარეზერვო გუნდის ფეხბურთელები დაიტესტონ ყველანაირად ტოგადუნი როგორ გამოდგა ხავი
რავიცი,იამალი დააწინაურა და ეგ ამაზე პატარაცაა.რატომ არ გამოიჩინეს იამალის შემთვევაშიც სიფრთხილე საინტერესოა.მე ვფიქრობ აქ სიფრთხილეზე მეტად სხვა რამეა.ჩავი დაფიქრდეს და ვინმე ლამასიადან ნიჭიერი ამოწიოს გუნდში.საერთოდ ნაპოლისთან თუ გამოვვარდით ლალიგაც არ მივაყოლოთ.საფიქრალია დიდი.
2 წელში გაიქცევა ეგ ბიჭი. არც მარკესი ათამაშებს დიდად. ახალგაზრდული მოიგო, ერთ ერთი საუკეთესო იყო ტურნირზე მარა რაც დაბრუნდა ძირითადში 2-3 ჯერ იყო. ხან 88 წუთზე გამოყავს მარკესს. ბერნალი დააწინაურონ, დარწმუნებული ვარ გაგვაოცებს, ბუსის ისევ ლა მასიელი თუ შეცვლის
ანუ ჯერ ზრდილობას და კაცობას ასწავლიან და მერე ითამაშებო.