workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

error დღეს თამაშია!
MATCHDAY
ლა ლიგა schedule 23:55

ატლეტიკო

ატლეტიკო ლოგო
--:--
ბარსელონა ლოგო

ბარსელონა

arrow_forward მატჩ-ცენტრი
Sky Germany: ბარსელონასა და ჰანსი ფლიკს შორის პირველი კონტაქტი შედგა

Sky Germany: ბარსელონასა და ჰანსი ფლიკს შორის პირველი კონტაქტი შედგა

Sky Germany-ს ინფორმაციით, “ბარსელონასა” და ჰანსი ფლიკს შორის პირველი კონტაქტი შედგა. კლუბს საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია, მაგრამ გერმანელი პოტენციურ მწვრთნელად რჩება.

აღნიშნული წყაროს ცნობით, ფლიკი ამჟამად “ბარსასთვის” ტოპ კანდიდატია. კატალონიური გრანდის ჩაბარება თავად გერმანელ სპეციალისტაც ძალიან სურს და მზადაა, ახალი გამოწვევა მიიღოს.

Sport-ი სხვაგვარ ცნობებს ავრცელებს – კატალონიური გამოცემის მტკიცებით, ფლიკმა “ბარსელონას” საკუთარი თავი შესთავაზა, მაგრამ კლუბში მიიჩნევენ, რომ ის “ბლაუგრანასთვის” შესაფერისი მწვრთნელი არაა. ხელმძღვანელობა ასე იმიტომ ფიქრობს, რომ ჰანსი ახალგაზრდებს ნაკლებად ენდობა, რაც დაუშვებელია, რადგან “ბარსელონას” ფილოსოფია “ლა მასიელთა” დაწინაურებაზე დგას. თანაც, ასეთ რთულ ფინანსურ ვითარებაში, “ბარსელონა” ვალდებულია, მათ ენდოს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (7)

  • PavleG
    schedule 03 მარ 2024, 17:36

    მომწონს ფლიკი, მეტიც, ვემხრობი ამის მოყვანას, მაგრამ გულის სიღრმეში მგონია რო დეძერბი უკეთეს სამუშაოს გაწევდა ბარსელონასთვის. (შეიძლება ვცდები, მაგრამ მომავალს ვერავინ კითხულობს.)

  • Chico
    schedule 03 მარ 2024, 15:52

    შეიძლება ვცდები მეგობრებო, მაგრამ ამ კაცის მიერ წარმატებით გაწვრთნილი ბარსა, კიდევ ერთ დიდ ფლიკად მესახება….

  • nika 54
    schedule 03 მარ 2024, 13:32

    მერ უთხრეს ახალგაზრდებს უნდა ენდოო და ამან არა არ ვენდობიო უთხრა თუ რაშია პრობლემა.
    და ჩვენთვის ბევრად უფრო საჭირბოროტო თემა, ხელფასს როგორ ფიქრობს რამდენი უნდა? ხო არ ფიქრობს ლეგენდა გუნდში მივდივარ და პეპივით 25 მილიონს მომცემენო? აი ამაზე უნდა ელაპარაკონ და არა იმაზე ვის დააყენებს ძირითადში.
    ან გუნდში რო იამალი ყავს ფერანს უფრო მეტს რატომ ათამაშებს, რა გიჟია?

  • araujo4
    schedule 03 მარ 2024, 12:01

    ჯერ ერთი, შანსს არ მისცემსო რო ამბობენ, სხვა ვარიანტი ააქვს? 🤣 გაუშვით ბალასტი და დარჩება მარტო ახალგაზრდები და მაგათ თუ არ ათამაშებს აბა მე მათამაშებს? ძირითადი გუნდის ბირთვი ახალგაზრდები გვყავს და რა სისულელე ჭორებია რა. ვიღაცის ფანტაზიებს ვკითხულობთ

  • La Pulga10
    schedule 03 მარ 2024, 09:48

    საიდან მოიტანეს რომ შანსს არ მისცემს ახალგაზრდებს? კითხეს და ამანაც უთხრა თუ რა?

  • M10 S9 D11
    schedule 03 მარ 2024, 05:43

    ეს და კიმიხი უნდა მოვიდნენ ზაფხულში ულაპარაკოდ

  • jigliga
    schedule 03 მარ 2024, 03:55

    ertaderti amis mosvlis winaagdmegi marto imito var ro axalgazrdebs shanss ar micems rac de zerbistan firiwit iqneba da mere shegvedzleba ramdenime sarfianadac gavyidot me pirvel rigshi baldes vervxedav veranairad barselonashi shetavashic da dacvashic sashualo donisaa . piaris xarje tu 40-50 ad gaiyideba sheidzleba frimpongze dafiqrieba