კატალონიის “ბარსელონას” და სანტანდერის “რასინგის” მთავარმა მწვრთნელებმა, ხოსეპ გვარდიოლამ და ექტორ რაულ კუპერმა გუშინდელი დაპირისპირების შემდეგ (3:0) პრესკონფერენცია გამართეს.
ხოსეპ გვარდიოლა: “არ ვიცი რას ნიშნავს “ფიფას ვირუსი”. თუ ჩვენ ვაგებთ ან ვთამაშობთ ფრეს ნაკრებების მატჩების შემდეგ, ამას “ფიფას ვირუსს” ეძახიან, ხოლო თუ იგივეს ვაკეთებთ მაშინ, როცა არანაირი სანაკრებო ბატალიები არაა, ხალხი იწყებს “ბარსელონას” დაღმავლობაზე და პრობლემებზე საუბარს. დღეს ჩემმა ფეხბურთელებმა დაამტკიცეს, რომ ეს ეპიდემია მათთვის არ არსებობს. ყველამ კარგად ითამაშა. მეტოქეც მომზადებული გამოიყურებოდა, განსაკუთრებით დაცვაში. რაც შეეხება ხერარდ პიკეს ტრავმას, ეს ესპანეთის და დელ ბოსკეს ბრალი ნამდვილად არაა. მას ადრეც აწუხებდა ტკივილი და მოუხდა რამდენიმე მატჩის გამოტოვება. ასეთი რამ ფეხბურთში ხშირად ხდება.”
ექტორ რაულ კუპერი: “ყოველთვის გწყინს, როდესაც მარცხდები. ჩვენ პრაქტიკულად ვერაფერი გავაწყვეთ ისეთი ძლიერი გუნდის წინააღმდეგ, როგორიც “ბარსელონაა”. ამ წაგებას ჩემს ფეხბურთელებს ვერ დავაბრალებ, რადგან მათ ყველაფერი გააკეთეს, რაც შეეძლოთ. ამის მიუხედავად, რამდენიმე მომენტში დავუშვით შეცდომა; მაგალითად ჩავის გოლის დროს. ასევე აღსანიშნავია, რომ ძალიან მალე ვკარგავდით ბურთს და შემდეგ დიდი დრო გვჭირდებოდა, რათა უკან დაგვებრუნებინა.”



